ექიმებმა გაცოფებულ ქალს პრაქტიკულად პირიდან გამოგლიჯეს პატარა ბავშვის დაბადება ყველა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო ამბავია. მაგრამ ეს პერიოდი ბევრ ქალს საკმაოდ სტრესულადაც ექცევა და ფსიქიკური დარღვევების შემთხვევებიც არსებობს. ზოგიერთი ახალ პასუხისმგებლობას ვერ უმკლავდები, რომელიც შვილის გაჩენით დაეკისრა, სხვა – მშობიარობის ტკივილებს თუ ორსულობის დროს გადატანილ ტრავმებს. ზოგი ალბათ თავიდანვე ფსიქიკურად გაუწონასწორებელია და ეს ფაქტი კიდევ მეტად უმძიმებს მდგომარეობას. ერთი სიტყვით, არის შემთხვევები, როდესაც ქალები ასეთ დროს ძალიან არაადეკვატურად და საშიშადაც კი იქცევიან. ეს შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩინეთის ერთ-ერთ სამშობიაროში.
როდესაც მედდა მორიგ შემოვლაზე იყო, 24 წლის ახალბედა დედას იმ მომენტში მიუსწრო, როცა მას თავისი ახალშობილის შეჭმა სურდა. მედდამ მაშინვე გამოიძახა დამხმარე პერსონალი და ექიმებმა გაცოფებულ ქალს პრაქტიკულად პირიდან გამოგლიჯეს პატარა. "შოკში ვიყავი, ამას სიტყვებით ვერ აღვწერ, - იხსენებს ექთანი, - ბავშვის ხელი ძალიან იყო დაზიანებული, სხეულიც დალურჯებული ჰქონდა. საბედნიეროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს".
ახლა სასამართლო და მედპერსონალი იმაზე მსჯელობს, დაუბრუნონ თუ არა ბავშვი დედას. გაითვალისწინეს ის ამბავი, რომ მშობიარობამდე რამდენიმე კვირა ქალი თურმე ქუჩაში ცხოვრობდა, რადგან დედამთილს ორსული ქალი სახლიდან გამოუგდია. ამჟამად ძიება მიმდინარეობს, თუ რამ უბიძგა ქალს ასეთი საქციელისკენ. ერთ-ერთი ვერსია ჩინელების ცნობილი ტრადიციაა – ემბრიონების ჭამა მათთან ძალიან სასარგებლოდ მიიჩნევა.