ძაღლები, პაციენტებს ეხმარებიან სტრესების დაძლევაში და აგრესიის შეტევებთან გამკლავებაში ფლორენციაში ძაღლები სულიერ აშლილობებს უმკურნალებენ. სანტა-მარია-ანუნციატას საავადმყოფო ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ზოოთერაპიის განყოფილება გაიხსნება. პაციენტები შეძლებენ ცხოველებთან ურთიერთობას - პირველ რიგში, ძაღლებთან, რაც დიდად მნიშვნელოვანი ყოფილა ფსიქიკური დარღვევების მქონე ავადმყოფების მკურნალობისას.
ექსპერიმენტი სამი წლის გერმანული ნაგაზის, შანელის დახმარებით ჩაატარეს, რომელიც სიამოვნებით ურთიერთობს პაციენტებთან და პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარება. განსაკუთრებით ეფექტურია მისი მუშაობა ბავშვებთან. შანელის გარდა, მუშაობას უკვე შეუდგა ბორდერი-კოლი ბელა.
ზოოთერაპია, რომელსაც პეტ-თერაპიასაც უწოდებენ, ადამიანზე ცხოველების დამამშვიდებელ და კეთილმოქმედ გავლენას ეფუძნება. ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები, პაციენტებს ეხმარებიან სტრესების დაძლევაში და აგრესიის შეტევებთან გამკლავებაში.