რის გამო დაასახიჩრეს სამირა სახისა და სხეულის ტატუირება - ეს ახალი მეთოდია მათთვის, ვისაც გარკვეული პრობლემები აქვს. მაგალითად, დამწვარი ან დასახიჩრებული აქვთ სახე თუ სხეულის სხვა ნაწილები. ტორონტოში მცხოვრებმა ქალმა ბასმა ჰამიდმა, რომელსაც თავად ჰქონდა დამწვრობები და იარები სახეზე, მოიფიქრა ტატუირების ცალკე სახეობა, რომელიც პლასტიკური ქირურგიის შესანიშნავი ალტერნატივაა. თავად ბასმას ორი წლისას გადაესხა მდუღარე ზეთი სახეზე და მრავალი წლის განმავლობაში იტანჯებოდა ამ იარით. ერთხელაც მიხვდა, რომ შეეძლო საკუთარი თავისთვის თვითონვე ეშველა. ახალი მეთოდი საკუთარ თავზე გამოსცადა და შედეგიც მიიღო.
ახლა ბასმა სხვა ქალებს ეხმარება, დაზიანებულ უბნებს იმავე ფერის საღებავით უფარავს. სულ ახლახან ის 17 წლის სამირა ომარს დაეხმარა. ამ ულამაზესი გოგონასთვის ეს ნამდვილი ხსნა იყო - მოშურნეებმა მშვენიერი გოგონა ცემეს და შემდეგ მდუღარე წყალი გადაასხეს. სახე და ყელი დაუმახინჯდა, ასევე ჰქონდა იარები ხელებზე. თუმცა ბასმამ ისეთი ტატუირება გაუკეთა, რომ გოგონას იარები ნაკლებ შესამჩნევი გახდა.