დედამ შვილის გატაცება შეუკვეთა "აღმზრდელობითი" მიზნით - მშობლები

დედამ შვილის გატაცება შეუკვეთა "აღმზრდელობითი" მიზნით

2015-02-07 19:11:18+04:00

აშშ-ში დედამ საკუთარი ექვსი წლის შვილის გატაცება შეუკვეთა, მისივე თქმით, მისი "სწორად აღზრდის" საბაბით აშშ-ში დედამ საკუთარი ექვსი წლის შვილის გატაცება შეუკვეთა, მისივე თქმით, მისი "სწორად აღზრდის" საბაბით.

ინციდენტი ამერიკის ქალაქ ტროიში მოხდა. ბავშვის დედამ, ბებიამ და დეიდამ დაიქირავეს მამაკაცი, რომელმაც მათი სურვილით, სკოლის ავტობუსიდან გამოსული ბიჭი გაიტაცა, მანქანაში ჩატენა და თავის სახლში წაიყვანა. გამტაცებელს ბავშვი სარდაფში ჰყავდა ჩაკეტილი, წინასწარ ხელ-ფეხი შეუკრა, სახეზე კი ქურთუკი ჩამოაცვა. ემუქრებოდა პისტოლეტით და ეუბნებოდა, რომ ვეღარასდროს ნახავდა დედას.

ბავშვის "აღმზრდელთა" გეგმით, ამგვარ "სპექტაკლს" პატარაზე უნდა ემოქმედა, მათი ვარაუდით, ის აღარ იქნებოდა გაუგონარი, ცელქი და ამიერიდან დაუჯერებდა დედას. ქალებს კიდევ ერთი "დიადი მიზანი" ჰქონიათ – ამის მერე ბიჭი მიხვდებოდა, რომ არასდროს უნდა მინდობოდა უცხო მამაკაცებს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში გამტაცებელი ბავშვის ახლობლებთან პირდაპირ კავშირზე იყო და გადასცემდა, რა ხდებოდა სარდაფში. მისი მონაყოლის თანახმად, ბავშვის დეიდა აღშფოთებული ყოფილა იმით, რომ პატარა არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა კაცს.

მეორე დღეს ბავშვმა მომხდარის შესახებ სკოლაში გაამხილა, რის შემდეგაც ამ საქმის შესახებ უფროსებმაც გაიგეს და ბავშვის დედა, ბებია, დეიდა და ცრუ-გამტაცებელი დააპატიმრეს.