ბავშვის ფოტო დედამ ფეისბუქზე განათავსა წარწერით: შეუძლებელია, ეს არ გავავრცელო 7 წლის ბავშვის დედა გაოგნდა, როცა შვილის ენა დაინახა რამდენიმე "ულტრამჟავე" საწუწნი კანფეტის მირთმევის შემდეგ. როგორც ავსტრალიელი ქალბატონი ამბობს, ამერიკული Warhead Juniors-ის ფირმის ვაშლის სიმჟავის მქონე საწუწნმა კანფეტებმა მის შვილს ენა დაუწვა. ბავშვის ფოტო დედამ ფეისბუქზე განათავსა წარწერით: "შეუძლებელია, ეს არ გავავრცელო. ლაჩლანმა რამდენიმე კანფეტი გაწუწნა და ასეთ დღეში ჩავარდა. კარგა ხანს ვერაფერს დაღეჭავს".
ეს კანფეტები ამერიკაში იწარმოება და შეფუთვაზე აწერია, რომ 4 წლის ზემოთ ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.