მასშტაბური კამპანია დაიწყო პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებით პაკისტანში მასშტაბური კამპანია დაიწყო პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებით. პოლიციამ ათობით მშობელი დააპატიმრა, რომლებიც სხვადასხვა საბაბით უარს ამბობდნენ ვაქცინაზე. მთავრობა კიდევ უფრო მკაცრ ზომებზეც ფიქრობს. როგორც ადგილობრივი მცხოვრებნი ამბობენ, 500-მდე მშობელია უკვე დაპატიმრებული და მხოლოდ მას მერე გაათავისუფლებენ, როცა ხელწერილს დადებენ, რომ ბავშვების იმუნიზაციაზე იზრუნებენ.
სულ პაკისტანში 2,7 მილიონი ბავშვი უნდა აცრან. გასულ წელს პოლიომიელიტის ასობით შემთხვევა დაფიქსირდა და სწორედ ამიტომ ხელისუფლება უკვე ძალდატანებაზე გადავიდა.
ძირითადი დაბრკოლება პაკისტანელებს თალიბებმა შეუქმნეს, რომელთაც 2012 წელს ვაქცინაციის სრული აკრძალვა გამოაცხადეს. თალიბების აზრით, ვაქცინაცია საბაბია, სინამდვილეში კი ამერიკული სპეცდაზვერვა დენეემის მონაცემებს იღებს უსამა ბინ ლადენის ოჯახის წევრების გამოსავლენად.
ფაქტია, რომ მათ ხალხი დააშინეს და ბევრი ამბობს უარს ბავშვის აცრაზე. ახლა კი მთავრობა ჩაერთო საქმეში. ვნახოთ, ვინ იმარჯვებს.