მის დასაც იგივე პრობლემა ჰქონდა და 2 წლამდე ვერ იცოცხლა ეს პატარა გოგონა ალია სალემია. 10 თვის ბავშვი 35 კილოგრამამდეა და უკვე სერიოზული პრობლემები ემუქრება მის ჯანმრთელობას, დიაბეტისა და ქოლესტერინის მაღალი დონის ჩათვლით.
ალიას დას ასეთივე პრობლემა ჰქონდა – დიდი სისწრაფით იმატებდა წონაში და 2 წლის ასაკამდე ვერ მიაღწია. არადა, ბავშვი ჩვეულებრივი დაიბადა, მშობლებიც ჩვეულებრივი წონის ჰყავს და ასევე 5 წლის ძმა ალი, რომელსაც საშუალო წონა აქვს. თუმცა ოთხი თვის ასაკიდან პატარამ სწრაფად დაიწყო წონის აკრეფა. როგორც მშობლები არიან, ძირითადად ორცხობილების და ტკბილეულის მირთმევა უყვარს. მშობლებს ახლა ნამდვილი პანიკა აქვთ და ექიმებს მიმართავენ, რომ ბავშვი გამოიკვლიონ და დროულად მოძებნონ მიზეზი, რომ მის შემთხვევაში მაინც აიცილონ თავიდან ტრაგედია. ექიმების სავარაუდო ვერსია გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ჰორმონების დარღვევას იწვევს და ამის მიზეზია ასეთი სწრაფი გასუქება.