ამ რვა თვის ორსულ მოდელს მეტისმეტ სიგამხდრეში ადანაშაულებენ ორსულობის პირველ თვეებში ბევრ ქალს არც ეტყობა, რომ ორსულად არის, თუმცა უფრო გვიანდელ ვადებში ფეხმძიმობა ცხადი ხდება ხოლმე. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არის. მაგალითად, ამ ამერიკელი მოდელის ფანებს ერთი ამბავი აქვთ ატეხილი იმაზე, მართლა ერთ თვეში გახდება თუ არა ის დედა. სარა სტეიჯი ამტკიცებს, რომ ნამდვილად რვა თვისაა. რაც შეეხება იმას, რომ არც მუცელი აქვს დიდი და ტანზეც არაფერი ეტყობა, გამუდმებულ ვარჯიშს ასახელებს მიზეზად. თუმცა ფანების გარკვეული ნაწილი ეჭვობს, რომ ის უბრალოდ „თავს უფრთხილდება“, ცდილობს ბევრი არ მოიმატოს, მომავალი კარიერის გამო და შიშობენ, რამდენად ჯანმრთელი იქნება ბავშვი ამ სიტუაციაში. სარა ამშვიდებს ყველას, რომ ვარჯიშს არც მანამდე იკლებდა, კარგი პრესი ჰქონდა, ახლაც, ორსულობის მიუხედავად, დღეს არ ტოვებს და შესაბამისად, სხეულიც იმიტომ აქვს ასე. ბავშვს კი არაფერს აკლებს, ჯანსაღად იკვებება და ყველაფერი კარგადაა.