ორრასიანი ტყუპის დაბადების ალბათობა 500-ში ერთია ლუსი და მარია ეილმერი ტყუპი დანი არიან, თუმცა ერთი შეხედვით ამას ვერ იტყვი. ლუსის თეთრი კანი და სწორი ჟღალი თმა აქვს, მის დას კი – მუქი კანი და ხვეული შავი თმა. გოგონები ბრიტანულ ქალაქ გლოსტერში დაიბადნენ. მათი მამა ვინსი თეთრკანიანია, დედა დონა – ნახევრად იამაიკელი. "არავის სჯერა, რომ ტყუპი ვართ, - ამბობს ლუსი, - ერთნაირადაც რომ ჩავიცვათ, მაინც არ ვგავართ დებს, მით უმეტეს, ტყუპს".
ორრასიანი ტყუპის დაბადების ალბათობა 500-ში ერთია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დები აოცებენ საზოგადოებას.
ბავშვობაში თითქოს უფრო წაგავდნენ ერთმანეთს.
ოჯახური ფოტო – დედ-მამასთან და სხვა და-ძმებთან.
დები ახლა 18 წლისანი არიან. როგორც მათი დედა იხსენებს, პირველად რომ აჩვენეს ტყუპი, შოკში იყო.
დები სხვადასხვა კოლეჯში სწავლობენ, ლუსი ხელოვნებასა და დიზაინს სწავლობს, მარია – სამართალსა და ფსიქოლოგიას.