ნიუანსები განაპირობებს იმას, თუ რა ოდენობის თანხას გამოიმეტებს თქვენთვის კოსმოსი... შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა არც კი იცის, რომ სხვა გარემო ფაქტორებთან ერთად სიღარიბის მიზეზებს ხშირად არასწორად შერჩეული საფულე განაპირობებს. როგორც ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, სწორად შერჩეული საფულე კარგი მატერიალური შემოსავლის საწინდარია. ფერი, ფორმა, მასალა და სხვა ნიუანსები რომლის მიხედვითაც საფულეს არჩევთ განაპირობებს იმას, თუ რა ოდენობის თანხას გამოიმეტებს თქვენთვის კოსმოსი... ასე რომ დადგა დრო ძველი საფულე ახლით ჩაანაცვლოთ და მოემზადოთ უფრო მეტი შემოსავლის მისაღებად!
1. ფერის შერჩევა - ე.წ. "სიმდიდრის ფერები"
ფენ-შუის მიხედვით არსებობს ტონალობები, რომელიც ფულსა და სიმდიდრეს იზიდავს. ესენია: ყვითელი და ყვითლის ყველა ელფერი, შავი, ყავისფერი, ზოგადად მიწის და ნებისმიერი მეტალის ფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი. ნაკლებად შეაჩერეთ არჩევანი შემდეგ ტონალობებზე: წყლის ფერი (ლურჯი, ღია ცისფერი, მომწვანო-შაბიამნისფერი), წითელი ან ნარინჯისფერი. ამგვარი საფულიდან ფული მომენტალურად "ქრება".
2. ფორმა და დიზაინი
საფულე აუცილებლად უნდა იყოს ტევადი. სასურველია ჰქონდეს რამდენიმე შიდა ჯიბე, მათ შორის ყველა დიდი ჯიბე მსხვილი კუპიურების ჩასადებათ. თუ თქვენ საფულეში მსხვილი კუპიურის მოკეცილად ჩადება გიწევთ, ე.ი. ამგავრ კუპიურებს იშვიათად გამოგიგზავნით კოსმოსი!
აუცილებელია ცალ-ცალკე გქონდეთ ხურდის და მსხვილი ფულისთვის განკუთვნილი განყოფილება. ერთმანეთში ნურასოდეს აურევთ ამ ორს! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შემოსავალი სტაბილურად მზარდი ვერასოდეს იქნება.
3. მასალა და ფაქტურა.
სასურველია საფულე ბუნებრივი მასალისგან იყოს დამზადებული. ამისთვის ხავერდი ან სუფთა ტყავი გამოგადგებათ. ამგვარი მასალა ფულს საუკეთესოდ იზიდავს თქვენკენ. ნუ ატარებთ საფულეს ხელოვნური ტყავისგან, იმიტომ რომ მათი ხელოვნურობა სამომავლოდ ფინანსების მხრივ ერთი შეხედვით პერსპექტიულ, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფრის მომცემ შემოთავაზებებს გააქტიურებს თქვენს ცხოვრებაში.