ექვსი თვის პატარამ დაიძინა და მას მერე აღარც გაუღვიძია კუზბასში 24 წლის ქალმა, სამი შვილის დედამ, ჩვილ ბავშვს ალკოჰოლი დაალევინა. შედეგად, პატარა გარდაიცვალა. ძიების ვერსიით, ქალი თავადაც მთვრალი იყო და 6 თვის ბავშვი რომ დაეწყნარებინა, სპირტიანი სასმელი დაალევინა. პატარამ დაიძინა და მას მერე აღარც გაუღვიძია. მეორე დღეს ძილშივე დაეწყო ქოშინიდა ხუთვა. მშობლებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა მათ ვეღარ უშველეს.
"ცოლ-ქმარი სვამდა და სმა რომ მშვიდად გაეგრძელებინათ, ისე, რომ არავის შეეშალა ხელი, დედამ ბავშვსაც დაალევინა", - ჰყვება სამართალდამცველი, რომელიც საქმეს იძიებს.
ოჯახში ამ პატარის გარდა კიდევ ორი ბავშვი იზრდება – 2 და 3 წლისანი. მათ მშობლებს ჩამოართმევენ და სავარაუდოდ, თავშესაფარში გადაიყვანენ. მშობლებს კი პასუხისგება მოუწევთ.
ბოლო დროს, განსაკუთრებით რუსეთში, საკმაოდ ბევრი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მშობლები ამგვარად ცდილობენ ბავშვების "დაწყნარებას" და სავალალო შედეგებს იღებენ.
ასევე იხილეთ: საბავშვო ბაღის ძიძა ბავშვებს ფსიქოტროპული საშუალებებით "აწყნარებდა"