უნიკალური ვიდეო - ნაყოფი მუცელში ტაშს უკრავს - მშობლები

უნიკალური ვიდეო - ნაყოფი მუცელში ტაშს უკრავს

2015-04-01 18:55:53+04:00

არც ერთ ულტრაბგერით აპარატს მსგავსი რამ არ აღმოუჩენია ფეხმძიმობა ულტრაბგერითი გამოკვლევის გარეშე წარმოუდგენელია. მომავალი მშობლები ხშირად ერთად ადევნებენ თვალს ეკრანზე თავინთი პირმშოს კონტურებს. არცთუ იშვიათად ამ ამაღელვებელი მომენტის დამსწრენი ბებია-ბაბუებიც არიან. სამაგიეროდ, ვისაც არ უნდა კითხოთ, დარწმუნდებით, რომ არავის ექოსკოპიის აპარატის ეკრანზე მსგავსი რამ არ უნახავს.

ამ ახალგაზრდა წყვილს ულტრაბგერით გამოკვლევაზე ნამდვილი სიურპრიზი ელოდათ. თუმცა ეს დაუჯერებელი მოვლენა ექიმებისთვისაც გამაოგნებელი აღმოჩნდა. 14 კვირის ნაყოფმა ეკრანისკენ მომზირალი გულშემატკივრები "მქუხარე" ტაშით დააჯილდოვა. დედამ წაუღერა, მამამ კი ეს უნიკალური კადრები ვიდეოთი გადაიღო.