საყვარელო შვილიკო, რადგან ამ წერილს კითხულობ, ესე იგი, როგორც იქნა, ინტერნეტის რესურსი ამოიწურა როგორ გვინდა დედებს, რომ ჩვენმა შვილებმა ზედმიწევნით ზუსტად გაითვალისწინონ ჩვენი რჩევა-დარიგებები, სწორად გადაანაწილონ თამაშისა და მეცადინეობის დრო, მეტი დრო დაუთმონ სწავლას, არ ეზარებოდეთ აფთიაქსა თუ მაღაზიაში პროდუქტებისთვის ჩარბენა, საკუთარი ნივთების მოწესრიგება. მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას, ზუსტი რეცეპტი არავინ იცის. სამაგიეროდ, არსებობენ დედები, რომლებიც გამორჩეული უნარების წყალობით მაინც ახერხებენ ერთ დღეში ბავშვს ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთებინონ. ეს წერილიც ასეთ სუპერ-დედიკოს ეკუთვნის. შეიძლება მისი მეთოდი ზუსტად ვერ აითვისოთ, მაგრამ წაკითხვა ნამდვილად ღირს. იქნებ მისი მთავარი პრინციპი გამოგადგეთ.
საყვარელო შვილიკო, რადგან ამ წერილს კითხულობ, ესე იგი, როგორც იქნა, ინტერნეტის რესურსი ამოიწურა. ჩვენს პროვაიდერთან დაკავშირება ან ბრაუზერის მოწყობილებებში ქექვა არ სცადო, მაინც არაფერი გამოგივა. მე გეტყვი, რაც უნდა ქნა: შედი მეზობელ აფთიაქში და ბაბუას წამლები უყიდე, რეცეპტი სარკის ქვეშ, ტუმბოზეა. შემდეგ შედი სუპერმარკეტში და ორი პაკეტი 1,5%-იანი რძე, პური და ერთი კოლოფი ჩაი იყიდე. იქვე გაჩერებასთან ახლოს რომ ბოსტნეულის ჯიხურია, იქ ერთი კილო კარტოფილი, ნახევარი კილო ხახვი და ერთი თავი კომბოსტო იყიდე. ყველა ჩეკი შეინახე. მობილური სახლში დამრჩა, ამიტომ თავად გადაურეკე მამაშენს და უთხარი, რომ მისი შეკვეთა დღეს ვერ მოესწრება, ისიც უთხარი, რომ სახლში მოსვლამდე სამრეცხაოში გაიაროს და თეთრეული წამოიღოს. ზარის წამოწყებისთანავე ეკრანის მარცხენა კუთხეში მდებარე ნახატს დააჭირე ხელი და მამასთან საუბარი ჩაიწერე.
იმეცადინე, თუნდაც მათემატიკის მეტი არაფერი გქონდეს დასაწერი, საღამოსთვის მაინც არ გადადო. სახელმძღვანელოს 116-ე, 121-ე და 118-ე გვერდებზე ყველა ამოცანა ამოხსენი. იცოდე, მესამე ამოცანაში მაგალითი შეადგინე, პასუხებში არ ჩაიხედო. დანარჩენი ამოცანების პასუხები არ არის წიგნში, მაგათ ძებნაზე დრო არ დაკარგო.
შემდეგ შენი ოთახი დაალაგე. სათითაოდ გადათვალე პლასტმასის ქილაში ჩაყრილი კონსტრუქტორის დეტალები, დისკები თაროზე და რამდენი მანქანაა ყუთში.
კარგად დაიმახსოვრე ციფრები? აი ახლა გახსენი ბრაუზერი, მისამართების ველში აკრიფე http:// და ეს ციფრები. გაიხსნება ჩვენი შიდა ქსელის ექაუნთების მართვის ტაბულა. პაროლად მათემატიკის წიგნში მესამე და პირველი ამოცანების პასუხები ჩაუწერე.
მარცხენა სვეტში ჩვენი IP მოძებნე და გადახდის ფანჯარაში მაღაზიის ჩეკების ბოლო ორ-ორი ციფრი ჩაწერე შემდეგი მიმდევრობით: ბოსტნეული, ჩაი, რძე+პური+აფთიაქის ჩეკი. დარჩენილი სივრცე ნულებით შეავსე და დააჭირე ОК-ის.
ამის მერე შეგიძლია ინტერნეტით ისარგებლო. თუ ვინმე გაბრაზებული ძია დარეკავს და გეტყვის, სისტემური ადმინისტრატორი ვარო, მობილურში ჩაწერილი მამაშენის პასუხი მოასმენინე.
იმედი მაქვს, ყველაფერი გამოგივა, საყვარელო. მე მოგვიანებით მოვალ და საინტერესო ზღაპარს მოგიყვები, როგორ გატეხა ჰაკერების მეთაურმა პატარა გოგომ მაიკროსოფტის და არაბი ტერორისტების სერვერი დიდი ხსნის წინ.
გკოცნი. შენი დედიკო.