მუსლიმმა ქმარმა სახეში მჟავა შეასხა და სამუდამოდ დაასახიჩრა როგორც ინგლისელი ვიკი ჰორსმანი ამბობს, ჯერ კიდევ 14 წლის იყო, რომ ბაბუის ტოლი კაცი, მუსლიმანი მუჰამედ რაფიკი გაიცნო. მუჰამედმა მალე მოახერხა პატარა გოგონასთვის ტვინის არევა, 18 წლისა კი ცოლადაც მოიყვანა. ვიკიმ ისლამი მიიღო, მუსლიმურ სამოსში გამოეწყო და გვარიც რაფიკით შეიცვალა. თუმცა ცოლქმრული ცხოვრება არც ისე ტკბილი აღმოჩნდა – მუჰამედი ხშირად ეჭვიანობდა, ბრალს სდებდა თაღლითობაში, გამუდმებით აკონტროლებდა. ვიკიმ დიდხანს ვერ გაძლო და თავი დაანება მოხუცს, თუმცა ამბავი ამით არ დასრულებულა. მუჰამედმა ორი ბოროტმოქმედი დაიქირავა, რომელთაც სასტიკი დავალება მისცა.
ვიკი იხსენებს: "სახლიდან რომ გამოვედი, ქუჩის მეორე მხარეს მამაკაცი იდგა. მომიახლოვდა და მკითხა, ვიკი თქვენ ხართო? როგორც კი დავუდასტურე, რაღაც მესროლა სახეში. საშინელი წვა ვიგრძენი სახესა და ტუჩებზე".
აღმოჩნდა, რომ ვიკის სახეში მჟავა შეასხეს – ისე, როგორც ბევრ მუსლიმანურ ქვეყანაში უსწორდებიან ხოლმე ყოფილ ცოლებს, ურჩ ქალებს თუ უბრალოდ იმ ქალებს, რომელთაც ამა თუ იმ მამაკაცზე ძალით გათხოვება არ უნდათ.
ცოტა ხნის წინ მუჰამედიც და მისი ორი თანამზრახველიც დაიჭირეს და სასამართლოს განაჩენს ელოდებიან.