ამბავი, რომელმაც მეცნიერებიც კი ააფორიაქა 3 წლის ბავშვმა ახალ ცხოვრებაში საკუთარი მკვლელის პოვნა შეძლო... ასეთი რამ თურმე მართლა შეიძლება მოხდეს.
ბავშვი, რომლის ისტორიასაც მოგითხრობთ, სირიასა და ისრაელს შორის დაიბადა (კონფლიქტურ ზონაში). იგი 3 წლისაა. თავის ასაკთან შედარებით კარგად ლაპარაკობს და გადმოსცემს საკუთარ აზრებს.
მისი მშობლები შოკში იყვნენ, როდესაც ბავშვმა მათ უამბო თავისი წარსული ცხოვრების დეტალები. ხშირად ესიზმრებოდა ერთი და იგივე კოშმარული სიზმარი, სადაც მას კლავდნენ ნაჯახის თავში ჩარტყმით. თავიდან მშობლები არ აქცევდნენ დიდ ყურადღებას შვილის ნაამბობს, მაგრამ იმდენად რეალისტურად აღწერდა ყველაფერს, რომ გადაწყვიტეს, თავიანთი დასახლების უხუცესებისათვის ეამბნათ.
მონაყოლმა დიდი მითქმა- მოთქმა გამოიწვია რეგიონის უხუცესებში, რომლებსაც სულის ჩასახლების სწამთ. მათი შეხედულებით, თანდაყოლილი ხალები თუ ლაქები წინა ცხოვრების გარკვეულ მინიშნებებზე მიუთითებენ. პატარა ბიჭს თანდაყოლილი ლაქა თავის მიდამოებში ჰქონდა. ეს ფაქტი მათთვის იყო უტყუარი დასტური იმისა, რომ ბავშვის მონათხრობი დაეჯერებინათ.
გადაწყვიტეს, გადაემოწმებინათ ბიჭუნას დაჟინებული მოთხოვნა. ადგილობრივი მაცხოვრებლების ჯგუფი, უხუცესის მეთაურობით, ბავშვის მიერ მითითებულ ადგილზე გაემგზავრა. ბიჭმა ამოიცნო სახლი, სადაც ცხოვრობდა წინა ცხოვრებაში, ასევე გაიხსენა იმ ადამიანის სახელი, ვისაც ეკუთვნებოდა მისი სული. აღმოჩნდა, რომ ის კაცი მართლა ცხოვრობდა იმ სახლში და უგზოუკლოდ დაიკარგა 4 წლის წინ. ბიჭმა დაასახელა მკვლელის ვინაობაც და წავიდა სწორედ მისი სახლისკენ. „მე მახსოვს როგორ მომკალი შენ, - უთხრა ბავშვმა მკვლელს. - ჩვენ ვიჩხუბეთ და შენ ნაჯახი ჩამარტყი თავში“.
მკვლელმა ფერი დაკარგა და გაოგნებული უსმენდა ბავშვს, თუმცა დანაშაული არ აღიარა. ბავშვმა დაასახელა ადგილი, სადაც მისი გვამი იყო დამარხული. მართლაც იქ აღმოაჩინეს გახრწნილი გვამი, რომელსაც თავზე დიდი ნაჯახის კვალი ეტყობოდა. ბავშვს სწორედ იმ ადგილას ჰქონდა თანდაყოლილი ლაქები...
მას მერე პატარას აღარ ესიზმრებოდა კოშმარული სიზმრები. მეცნიერების ჯგუფმა კი ეს შემთხვევა აღიქვა დამამტკიცებელ ფაქტად, რომ გარდაცვალების შემდეგ სული აგრძელებს სიცოცხლეს. ამ ისტორიამ ადგილი დაიმკვიდრა გერმანელი თერაპევტის ტრუტცა ხარდოს გახმაურებულ წიგნში: “ბავშვები, რომლებიც ცხოვრობდნენ ადრე: რეინკარნაცია დღეს“