რამდენიმე ბავშვმა ვერ შეიკავა თავი, დაძაბულობას ვერ გაუძლეს და გამოიქცნენ... ის 27 წლის იყო და მოწაფეებისთვის სიცოცხლე დათმო.
ამერიკელი მასწავლებელი ვიქტორია სოტო ჩვეულებრივ მივიდა სკოლაში, სამუშაო დღეს. სულ რამდენიმე წუთში კი ჩვეულებრივი დღე ნამდვილ ჯოჯოხეთად გადაიქცა.
სკოლის ყოფილი მოსწავლე, ფსიქიკური გადახრების მქონე ადამ ლენზა სკოლაში შეიარაღებული შევარდა და განურჩევლად დაუწყო ყველას სროლა (ეს ამბავი 2012 წლის 14 დეკემბერს მოხდა. 20 წლის ბიჭი თავის ყოფილ სკოლაში შევარდა, ხალხი ჩაცხრილა და მერე თავი მოიკლა). გადარჩენილი ბავშვების მონათხრობის ტანახმად, მასწავლებელმა ისინი კარადებში შემალა და უბრძანა, არ გამოსულიყვნენ და არც ელაპარაკათ, რომ მათი ხმა არ გაეგო ტერორისტს.
როცა ადამი კლასში შევარდა, მის სოტომ უთხრა, რომ ბავშვები სპორტდარბაზში იყვნენ. მაგრამ რამდენიმე ბავშვმა ვერ შეიკავა თავი, დაძაბულობას ვერ გაუძლეს და გამოიქცნენ. ვიქტორია მკვლელს გადაეღობა, რომ ბავშვებისთვის არ ესროლა. მკვლელის სამი ტყვია მას სახეში მოხვდა.
იმ დღეს ექსვი მასწავლებელი და ოცი ბავშვი გარდაიცვალა. ვიქტორიას წყალობით, ექსვი ბავშვი ბავშვი გადარჩა. ექვს ოჯახს აცდა მაშინ საშინელი უბედურება.