ნინო ყოველთვის ცდილობდა, თავისი ოჯახური და პირადი ცხოვრება საიდუმლოდ შეენახა მომღერალმა ნინო ქათამაძემ როგორც იქნა თავისი 6 წლის ბიჭუნა საზოგადოებას გააცნო. ნინო ყოველთვის ცდილობდა, თავისი ოჯახური და პირადი ცხოვრება საიდუმლოდ შეენახა. სწორედ ამიტომ უკრაინელი ურნალისტების მიერ მომზადებული სიუჟეტი ძალიან ემოციური გამოდგა. პირველ რიგში იმიტომ, რომ მასში ქართველმა მომღერალმა მისი 6 წლის ბიჭუნა ნიკოლოზი გამოაჩინა.
ნინო ქათამაძის მეუღლეს, დავით ლოლაძეს ქართველი მაყურებელი ცნობილი ტელეპროექტ "ექიმებიდან" იცნობს. ნინო დიდხანს არ ამჟღავნებდა მის ვინაობას,
"მისი სახელის თქმა არ მინდა და აგიხსნით, რატომ: არ მინდა, ის ექიმად კი არა, ნინო ქათამაძის ქმრად აღიქვან" - აცხადებდა მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში.
მომღერალს, რომელსაც დღეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ასიათასობით თაყვანისმცემელი ჰყავს, თავისი მძიმე ცხოვრებაც არაერთხელ გაუხსენებია. გთავაზობთ ამონარიდს მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან:
- ჩემს ცხოვრებაში იყო ეტაპი, როდესაც ფეხსაცმელი არ მქონდა, რომ თბილისში ერთ–ერთ ფესტივალზე ჩამოვსულიყავი. ბევრი ვეძებე, რომ ფეხსაცმელი ვინმეს ნისიად მოეცა. საკუთარ კონცერტზე რომ წავსულიყავით, გზის ფული არ გვქონდა... რთული გზა იყო, ძალიან რთული, ოღონდ ფიზიკურად კი არა, სულიერად. სულ პატივმოყვარეობის და საკუთარი თავის გათავისუფლების ზღვარზე გვიწევს სიარული. ადრე თუ ხუთი კაცის ტაში მაბედნიერებდა, დღეს ასი ათასობით აპლოდისმენტი მაქვს. ამდენი გაჭირვების, შრომის ხარჯზე ხალხის სიყვარული მოვიდა. გზა, რომელიც გავიარეთ, მართლა ძალიან რთული იყო. რამდენჯერაც მეტკინა, იმდენჯერ ამის სცენაზე თქმა მომიხდა. ხანდახან მეგობართან ჭორაობის დროც კი არ მქონია, რომ დამერეკა და მომეყოლა, რა მეტკინა, მაგრამ მაყურებლისთვის მითქვამს, ჩემი სათქმელი იქ ამომიხეთქავს. ბევრი წელი შიმშილში, ტყუილში ვიცხოვრე. ახლაც ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი კარგადაა...
– გყოფნით ძალები, რომ არც საქმეს მოაკლოთ ყურადღება და არც ოჯახის წევრებს?
– ძალიან რთულია, მაგრამ გამიმართლა, რადგან, როგორც მე მიყვარს ჩემი საქმე, ჩემს მეუღლესაც ისევე უყვარს თავისი პროფესია. როცა შეუძლია, ის ჩემთან და ჩვენს შვილთან ერთადაა. როცა მე ვერ ვახერხებ მათთან ყოფნას, მაშინ მამა–შვილი არიან ერთად.
– ქმარი არ აპროტესტებს თქვენს ხანგრძლივ დაშორებებს?
– ეს მისთვისაც რთულია და ჩემთვისაც. ნიკოლოზის მამაც ისეთივე აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც მე, სულ სამსახურშია. ჩვენ რომ ერთმანეთის არჩევანს პატივი არ ვცეთ, არაფერი გამოვა.
– რითი უნაზღაურებთ შვილს იმ დროს, რასაც უთქვენოდ ატარებს?
– არა, ჩემს შვილს ამას ვერასოდეს ავუნაზღაურებ. როცა მივდივარ, ერთ კვირაში უკვე დედური ინსტინქტების შეტევები მეწყება და ღამღამობით მეტირება, მაგრამ ასევე ვიტირებდი, რომ არ მემღერა. სიმღერის გარეშე ნინო ქათამაძე ვერასოდეს იარსებებს.
ამჟამად ნონო ქათამაძე უკრაინული X Factor-ის ჟიურის წევრია.
იხილეთ ვიდეო