როგორ უნდა გაარჩიოთ ნამდვილისგან პლასტიკატის ბრინჯი, რომელიც უკვე ბაზრებს იპყრობს ჩინური პროდუქცია ნდობით ნაკლებად სარგებლობდა, მაგრამ იქაური მწარმოებლების ეს ბოლო "მიღწევა" ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია - ჩინელებმა პლასტმასის ბრინჯის გამოშვება დაიწყეს. დიახ, მარცვლეულის მოყვანა მინდორში აღარ მოუწევთ, ბრინჯი ქარხნული წესითაც შეიძლება დამზადდეს.
ეს ტექნიკური ბრინჯი მთლად სინთეტიკურიც არ არის. მისი ფუძე კარტოფილის სახამებელია, პლასტმასი კი იმისთვისაა საჭირო, რომ სახამებელმა ბრინჯის მარცვლების ფორმა მიიღოს. მზარეულები, რომლებმაც ეს ბრინჯი გამოსცადეს, აღნიშნავენ, რომ ერთი თეფში ამ ბრინჯის შეჭმა ერთი ცალი ცელოფნის პარკის გადაყლაპვის ტოლფასია.
გარეგნულად ტექნიკური ბრინჯის ნატურალურისგან განსხვავება არც ისე ადვილია. სინთეტური მარცვლები ნამდვილს ჰგავს და უკეთაც გამოიყურება. მისი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ჯერ შესწავლილი არ არის, თუმა ამას რა მნიშვნელობა აქვს. მასზე უკვე დიდი მოთხოვნაა - სინთეტური ბრინჯი ხომ ძალიან იაფი ჯდება.
ხელოვნურ მარცვლებს ხარშვისას ამოიცნობთ. უფრო სწორად, იცნობთ იმით, რომ არა და არ იხარშება, წყლის ზედაპირზე კი ცელოფნის მსგავსი აპკი წარმოიქმნება.
ჯერჯერობით სუპერმარკეტში ასეთი ბრინჯის ყიდვის საშიშროება არ გემუქრებათ, რადგან ეს ბრინჯი ასე მასიურად არ გაუვრცელებიათ ქვეყნებში. თუმცა, ჩინელების სისწრაფეს თუ გავითვალისწინებთ, არც ეს დროა შორს. ამიტომ ჯობს ვიცოდეთ წინასწარ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, რომ არ მოვტყუვდეთ.