ის მრავალშვილიან ოჯახში და ხეტიალში გაიზარდა . თავის დროზე ცნობილი მსახიობის, რალფ ფაინსის საქართველოშოი ჩამოსვლამ სოციალურ ქსელში ნამდვილი ემოციათა ზღვა გამოიწვია. ამ იშვიათი ხიბლის მქონე მამაკაცს თაყვანისმცემლები ჩვენს მკითხველთა შორისაც ბევრი ჰყავს. სხვათა შორის, ბედმა მას მშობლის ბედნიერება არ არგუნა, ყოველ შემთხვევაში, დღემდე მსახიობს შვილი არ ჰყავს. თუმცა თავად მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა და საკმაოდ რთული ცხოვრებაც ჰქონდა.
მამამისი, მაკრკ ფაინსი ცნობილი ფოტოგრაფი იყო, დედა, ჯენიფერ ლაში კი მწერალი და მხატვარი. რალფის გარდა ოჯახში კიდევ სამი ვაჟი - ჯოზეფი, მაგნუსი და ჯეიკობი, ასევე ორი ქალიშვილი სოფი და მარტა იზრდებოდნენ. მოგვიანებით ფაინსების მრავალშვილიანმა ოჯახმა კიდევ ერთი ვაჟი, მაიკლი იშვილა, რომელიც უკვე 11 წლის გახლდათ. სხვათა შორის, ფაინსების ოჯახი არისტოკრატული წარმომავლობისაა და დედოფალ ელისაბედს ენათესავება. მსახიობის გარემოცვიდან არაერთს აღუნიშნავს, რომ რალფის ქცევასა და მანერებში ყოველთვის იგრძნობოდა არისტოკრატული ფესვები.
ახალგაზრდობაში მსახიობის მამა ფერმერობას მისდევდა, მაგრამ დაქორწინების შემდეგ ცოლმა ფერმა გააყიდინა, რათა ფოტოგრაფიისთვის მეტი დრო დაეთმო. სამწუხაროდ, ფოტოგრაფობით იმდენ ფულს ვერ შოულობდა, რომ ამხელა ოჯახი ერჩინა, ამიტომ სახლების გარემონტებას მიჰყო ხელი. მამას მთელი ოჯახი იმ სარემონტო ბინებში გადაჰყავდა და სამუშაოს დაასრულებამდე დროებით იქ ცხოვრობდნენ.
სამუშაოს ძებნაში მამამ ცოლ-შვილს მთელი ინგლისი და ირლანდია მოატარა. რალფსაც თავის და-ძმასთან ერთად წარა-მარა უხდებოდა სკოლის, ნაცნობების წრის შეცვლა. ვერც კი ასწრებდა ვინმესთან დაახლოვებას, ამ მოხეტიალე ცხოვრების გამო ერთი ბავშვობის მეგობარიც კი ვერ შეიძინა. ვერც თანატოლებთან ურთიერთობის ჩვევები გამოიმუშავა, ამიტომ თანაკლასელები მოსაწყენ და უინტერესო ადამიანებად ეჩვენებოდნენ.
ალბათ ბავშვობისდროინდელმა ცხოვრების წესმა გარკვეული გავლენა მის პირად ცხოვრებაზეც იქონია. ის ბეჯითი და შრომისმოყვარე, თუმცა მარტოსულ ადამიანად დარჩა.
მისი და, მარტა, რომელიც რეჟისორის რთულ პროფესიას სამშვილიანი დედის ამპლუას წარმატებით უთავსებს, თავის "უჟმურ" ძმას ასე ახასიათებს:
"რალფი ცინიკოსია. ყოველთვის ყველაფერში სერიოზული და კონსტრუქციულია, უჟმურიც კი. რალფს არც ოჯახის შექმნის სურვილი აქვს და არც შვილები ყოლის. ეს ყველაფერი მოსაწყენი ეჩვენება. ერთადერთხელ დაქორწინდა მსახიობ ალექს კინგსტონზე, თუმცა ცოტა ხნით. ეს ნაბიჯი მაშინაც გაგვიკვირდა და მომავალშიც დარწმუნებული ვარ, ცოლს აღარ შეირთავს. მას სულ სხვა განზომილების ინტერესები აქვს. ფილოსოფოსი და ინტელექტუალია".
მეუღლესთან - ალექს კინგსტონთან ერთად
თავის ყოფილ მეუღლეს რალფი ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლის დროს ხვდებოდა. მრავალწლიანი ურთიერთგაგების მიუხედავად, დაქორწინებიდან მალევე გააბა რომანი 17 წლით უფროს მსახიობ ფრანჩესკა ენისთან. ცოლმა ამის შესახებ შეიტყო და რატომღაც 4 წლის განმავლობაში ითმენდა ამ რომანს. საბოლოოდ ყველაფერი მაინც განქორწინებით დასრულდა 1977 წელს.
ფრანჩესკა ენისთან
რალფ ფაინსი პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებს. მისი აზრით, ეს უმნიშვნელო თემაა. პირადი ცხოვრება მეორეხარისხოვან სფეროდ მიაჩნია. პირველ ადგილზე მისთვის ხელოვნება და შემოქმედება დგას.