ამ ისტორიებიდან ზოგიერთი სასტიკი და ანომალურია მშობელი ყოველთვის ღელავს შვილის გამო. მუდამ მისი დაცვის, გადარჩენის სურვილი აქვს, მაგრამ ზოგჯერ ყველაზე კეთილი განზარხვაც კი შეიძლება სავალალოდ დასრულდეს. ზედმეტ ზრუნვასაც ზიანი მოაქვს. ეს მაგალითები ცხდყოფენ, რომ მშობელს ბავშვის დაღუპვაც შეუძლიათ. ამ ისტორიებიდან ზოგიერთი სასტიკი და ანომალურია, მაგრამ ბევრი მათგანი მხოლოდ იმიტომ დასრულდა ცუდად, რომ მშობელს ბავშვისთვის "კარგი უნდოდა".
არასწორი კვების შიში
*საღებავი, კონსერვანტები, გენმოდიფიცირებული პროდუქტები, ზედმეტი ტკბილი - ეს არასრული ჩამონათვალია, იმ პროდუქტებისა, რასაც მშობელი ცდილობს, ბავშვს არ აჭამოს. მისთვის მთავარია, ბავშვმა ჯანსაღი საკვები მიიღოს. თუმცა"ჯანსაღი საკვები" ყველა მშობელს თავისებურად ესმის.
2015 წელს 3 შვილის მშობლები შონ და მარია ხოსანები გაასამართლეს. 2011 წელს მათი 2 წლისა და 3 თვის გოგონა ასთმისა და შიმშილობისგან გარდაიცვალა. მშობლებს გულწრფელად უყვარდათ შვილი, არასდროს უწყრებოდნებ და მხოლოდ სასარგებლო ვეგანური საკვებით კვებავდნენ. მათ არ ადარდებდათ ის ფაქტი, რომ 2 წლის ბავშვი კი არ დადიოდა, სუსტად ცოცავდა. მშობლები გაასამართლეს და ორი ბავშვიც ჩამოართვეს. ისინი მოსავლელად სხვა ოჯახებს გადასცეს.
*საშინელია 6 კვირის კრაუნ შაკურის ისტორიაც. ბავშვი შინაურულ პირობებში დღენაკლული დაიბადა, ვეგანმა მშობლებმა იგი ექიმს არ აჩვენეს. მას სოიის რძითა და ვაშლის წვენით კვებავდნენ. ჩვილი გარდაიცვალა, მშობლებს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
*ბრიტანი და სემიულ ლაბერტონებს მიაჩნდათ, რომ გოგონასთვის ყველაზე დამთრგუნველია სიმსუქნე. ამიტომ, დღენაკლულ შვილს არასაკმარისად კვებავდნენ. გამოფიტვის შედეგად ჩვილი საავადმყოფოში მოხვდა და ნორმალური კვების შედეგად წონაშიც მოიმატა. როცა გაირკვა, რომ ბავშვის ნახევრად შიმშილობა მშობლების პრინციპული პოზიცია იყო, გოგონა სხვა ოჯახს მიაშვილეს. შედეგით შეშფოთებული ლაბერტონები შვილის მონახულებას ლამობდნენ. თურმე, მათ მზაკვრული გეგმის განხორციელება სურდათ. ნახვისას ბიოლოგიური მშობლები ბავშვს ბოთლით კუჭის ამშლელ პრეპარატებს ასმევდნენ. სიტუაცია მალევე გაირკვა და მშობლებს უფროსი, საშინლად დამშეული 2 წლის ბავშვის აღზრდის უფლებაც ჩამოერთვათ. თავად 21 წლის დედა 40 კილოს იწონის და გამოფიტული ადამიანის იერი აქვს, მაგრამ მისი გამოსწორება უკვე შეუძლებელია.
*2011 წელს შვილი ჩამოართვეს კრისტოფერ და მერი შულტცებსაც; ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ჯარიმის სახით 25 ათასი დოლარიც გადაახდევინეს. საქმე ისაა, რომ მათი გოგონაც დღენაკლული დაიბადა. მშობლებმა ბავშვი საავადმყოფოში არ დატოვეს, რადგან ძიძებს ბავშვი არ გაესუქებინათ. ბავშვი წონაში თითქმის არ იმატებდა და არც ვითარდებოდა, 14 კვირაში მხოლოდ 6 კილო მოიმატა. მშობლები არ ითვალისწინებდნენ ექიმის რჩევას, რომელიც ურჩევდა, ბავშვი ნორმალურად გამოეკვებათ. ბიოლოგიურ მშობლებს ბავშვი ჩამოართვეს და მასთან მიკარებაც კი აუკრძალეს.
მედიცინის შიში
ზოგიერთ თანამედროვე მშობელს ცუდი ექიმი, ნემსი და წამლის უარყოფითი რეაქცია აშინებს. ამიტომ შვილი საავადმყოფოში არ მიჰყავს, რაც საუბედუროდ, სავალალო შედეგით მთავრდება.
*2013 წელს 7 წლის რაიან ლოვეტი ინფექციური დაავადებისგან გარდაიცვალა. არადა, ინფექციის აღკვეთა ანტიბიოტიკებით შეიძლებოდა. ბიჭს მზრუნველი დედა ჰყავდა, რომელიც ტრადიციულ მედიცინას არ ენდობოდა. მას ბავშვი ექიმთან გასინჯვაზეც კი არასდროს ჰყოლია მიყვანილი. როცა რაიანს სიცხემ აუწია, ახლობლების რჩევების მიუხედავად დედას პედიატრისთვის არ მიუმართავს და ბავშვს ჰომეოპათიური საშუალებებით"მკურნალობდა". დედა სერიოზულად შეშინდა, როცა ბავშვი კრუნჩხვებში ჩავარდა და იკადრა"სასწრაფოს" გამოუძახა, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო.
*2002 წელს ჰომეოპათი ტომას სემი ცოლთან ერთად ცდილობდა ეგზემით დაავადებული 9 თვის გოგონას თვითგანკურნებას შინაურული მეთოდებით. ჩვილის მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, ტკივილებისა და დაავადებებისაგან ჩვილი გაჭაღარავდა. შედეგად გოგონა გარდაცვალა სისხლის მოწამვლისა და გამოფიტვისგან.
სკოლის შიში
ზოგიერთი მშობელი განათლების სისტემის წინააღმდეგია, ზოგს სკოლაში არსებული ვითარება არ მოსწონს და ცდილობს, ბავშვს შინაურული განათლება მისცეს. ამერიკის ზოგიერთ შტატში ბავშვების საშინაო განათლების მიღება ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, პედაგოგებსა და სოციალური სამსახურების უფროსებს აუფლება არა აქვთ გააკონტროლონ მშობლები, რომლებიც შვილებს წლების განმავლობაში სახლიდან არ უშვებენ და ვერც მათ საჩივრებსა და სხეულის დაზიანებებს ინიშნავენ.
*2010 წელს კევინ და ელისაბედ შაცები საშინაო გაკვეთილებს უტარებდნენ ორ ნაშვილებ გოგონას, - 7 წლის ლიდიასა და 11 წლის ზარიას. ერთ-ერთი მეცადინეობისას მშობელმა ბავშვები პლასტიკატის მილით რამდენიმე საათის განმავლობაში სცემა. უმცროსი გოგონა გარდაიცვალა, უფროსი - გადარჩა. მშობლები კი ციხეში მოხვდნენ.
*2011 წლის 11 მაისს 13 წლის ჰანა უილიამსი სამაშველო სამსახურის წევრებმა ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა გაღატაკებული ეთიოპიიდან მშობლებმა 3 წლის წინ იშვილეს. სიკვდილის წინა ღამეს შიმშილიგან დაუძლურებულსა და თავგადაპარსულს სხეულზე დარტყმისგან მიყენებული იარებიც აღენიშნებოდა. გოგონა დაუმორჩილებლობის გამო ღამით წვიმაში ეზოში გააგდეს და დაარიგეს, თუ შესცივდებოდა ეხტუნავა. ჰანას ტემპერატურამ აუწია და გადაცივებისგან გარდაიცვალა. მშობლები და 8 და-ძმა ფანჯრიდან უყურებდა როგორ იტანჯებოდა გოგონა. იგი ვარდებოდა, დგებოდა და ისევ ვარდებოდა. მამამ კი მხოლოდ ის მოახერხა, რომ სამაშველო სამსახურში დარეკა და განაცხადა:"მგონი, ჩემმა ქალიშვილმა თავი მოიკლა, რაღაც ძალიან არაადეკვატურად იქცევა".
*2012 წელს 5 წლის დაშვან ჰარისი დედის საყვარელმა ცემით მოკლა მხოლოდ იმის გამო, რომ ბავშვი ზოგიერთ სიტყვას არასწორად წარმოთქვამდა. საშინაო გაკვეთილებზე ბავშვის ცემის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, მაგრამ დედა ხმას არ იღებდა, რადგან მამაკაცი ბავშვს ცემისას ძვლებს არ უმტვრევდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომელს საყვარელები დიდხანს არწმუნებდნენ, რომ ბავშვმა ველოსიპედიდან გადმოვარდნისას მიიღო უამრავი დაზიანება, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
*ყველაზე ამაზრზენი ისტორიის გმირი პედოფილი კენეტ ბრანდტია, რომელმაც საშინაო სწავლებაზე გადაიყვანა 3 ნაშვილები ბიჭი (9-დან 12 წლამდე). მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მამაკაცი სისტემატიურად აუპატიურებდა მათ. შემდეგ კი ბიჭებით ვაჭრობა ინტერნეტით სცადა და პოლიციამაც გამოიჭირა. ბრანდტს 60-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ბოლო რამდენიმე შემთხვევა ზედმეტი ზრუნვით ნამდვილად არ არის გამოწვეული, ეს მშობლის გარყვნილების და სისასტიკის შედეგია. ასეთი მშობელი ჩვენს მკითხველებს შორის არც გვეგულება, თუმცა ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვის აღზრდა, მის განათლებასა და ჯანმრთელობაზე, მის ჯანსაღ ფსიქიკაზე ზრუნვა აბარია და მისი თავისუფალ, ბედნიერ ადამიანად გაზრდაა მთავარი. გახსოვდეთ, თქვენ უმწეო ბავშვის სიცოცხლე გაბარიათ.