გამძვინვარებული მშობლები დაუნდობელი ექიმის წინააღმდეგ, რომელმაც უამრავი ბავშვი დაამახინჯა
78 წლის დანტისტი ფლორიდიდან, ჰოვარდ შნეიდერი, 53 წელი ბავშვების სტომატოლოგად მუშაობდა. თუმცა ცოტა ხნის წინ გამძვინვარებული მშობლების თავდასხმის ობიექტი გახდა. და ეს ბრალდებები სულაც არ არის უსაფუძვლო, რადგან სამუშაოზე შნეიდერი სულაც არ კმაყოფილდებოდა მხოლო კარიესის თუ პაროდონტიტის მკურნალობით.
ყოველ ჯერზე, როცა მშობლებს მასთან შვილები მიჰყავდათ, ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ უფროსი თაობის წარმომადგენლებს დერეფანში მოეცადათ - ამას იმით ხსნიდა, რომ ასე ბავშვებს უკეთ გადაჰქონდათ პროცედურები. მშობლებს რომ მოიცილებდა თავიდან, ექიმი სრულ კონტროლს იღებდა პაციენტებზე.
ერთხელ მასთან ბრენდი მოტლი მივიდა. მის ქალიშვილს მცირე სტომატოლოგიური პროცედურა სჭირდებოდა. დედა დერეფანში დარჩა, თუმცა ცოტა ხანში ექთანი მივიდა მასთან და გამოუცხადა, რომ ექიმის კაბინეტში მცირე ინციდენტი მოხდა. როცა ბრენდი ოთახში შევიდა, თავისი ქალიშვილი მთლად დასისხლიანებული დაინახა. აღმოჩნდა, რომ ერთის ნაცვლად ექიმს 7 კბილი ამოუღია და ეს საქციელი არც არაფრით აუხსნია.
ბრენდიმ სცადა, სამართალდამცველ ორგანოებში ეპოვა სამართალი, მაგრამ არავინ უსმენდა. მაშინ ეს ამბავი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე დაწერა და აღმოჩნდა, რომ ერთეული შემთხვევა არ ყოფილა.
ბრენდის სხვა დედებიც გამოეხმაურნენ. განსაკუთრებით გამაოგნებელი ორი ამბავი იყო:
ყრუმუნჯ ქალს ამანდას შნეიდერთან თავისი ვაჟი მიუყვანია. როცა ბიჭს ჯანმრთელი კბილები ამოუღეს, ბიჭი დედას უხმობდა საშველად, მაგრამ დედას უბრალოდ არ ესმოდა მისი.
ხოლო შნეიდერის კარიერის პიკი ალბათ ის იყო, რომ მან 3 წლის ბავშვს ჯანმრთელ კბილებზე 16 გვირგვინი დაუყენა (!).
რასაკვირველია, ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა, ფსიქიკურად ჯანმრთელია თუ არა შნეიდერი. თუმცა სულაც არ ყოფილა მანიაკი. აღმოჩნდა, რომ ექიმი სადაზღვევო კომპანიიდან იღებდა ფულს ყოველ სამედიცინო პროცედურაზე, ამიტომ ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი პროცედურა შეესრულებინა. იმისათვის, რომ ბავშვები შეეშინებინა, ექიმი სხვადასხვა კოსტიუმს იცვამდა ან აშინებდა მათ, რომ ვეღარასდროს ნახავდნენ დედას. ასე აკონტროლებდა პატარებს.
ახლა შნეიდერის წინააღმდეგ 45 სასამართლო სარჩელია შეტანილი. სავარაუდოდ, ბოლო 5 წლის განმავლობაში მან ამ მაქინაციებით 4 მილიონი დოლარი იშოვა. ბუნებრივია, ექიმის ლიცენზია უკვე ჩამოართვეს, ცოლმაც მიატოვა და სასამართლოში შეიტანა სარჩელი ალიმენტების მოთხოვნით. აი, რამდენ წელს მიუსჯიან სასტიკი საქმიანობისთვის, ჯერ უცნობია.