გოგონამ ავტოკატასტროფაში დაკარგა ფეხი, მაგრამ წინააღმდეგობებს არ ეპუება ამერიკელი ალისა საიზმორი ბევრი ადამიანისთვის იქცა მაგალითად. 4 წლიდან ცეკვავდა ბალეტს და ახლაც აგრძელებს, მიუხედავადა იმისა, რომ ავტოკატასტროფის გამო ცალი ფეხი დაკარგა. შარშან მაისში გოგონას სატვირთო მანქანა დაეჯახა და ექიმები იძულებული გახდნენ მუხლის ქვემოთ მარჯვენა ფეხი მოეჭრათ. "ვიგრძენი, რომ ჩემი ნახევარი დავკარგე", - ამბობს გოგონა. თუმცა ალისა ამან ვერ გატეხა. უკვე 9 თვეში ცეკვას დაუბრუნდა და პროთეზიანი ფეხით განაგრძო ვარჯიში.
საცეკვაო სტუდიაში ალისას გამოსვლის ამსახველ ვიდეოს "იუთიბზზე" მილიონზე მეტი ნახვა აქვს. შუა ცეკვის დროს ალისა პროთეზს აგდებს და განაგრძობს ცეკვას.
ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ალისამ კონკურსებში მონაწილეობაც გაბედა. "ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება შეცვალა, მაგრამ მე – ვერ".