სიძეს ეროვნული სამოსი ეცვა, პატარძალს... ადვოკატ მარიამ კუბლაშვილისა და მსახიობ ლევან ხურციას რომანი ქორწინებით დაგვირგვინდა. მათი სასიყვარულო ამბავი სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის და ბევრი ელოდა ამ ქორწილს. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა. სიძეს ეროვნული სამოსი ეცვა, პატარძალს - ასევე ტრადიციული და ძალიან ლამაზი კაბა. სტუმრების ნაწილიც ქართულ ეროვნულ სამოსში იყო გამოწყობილი.
როგორც ცნობილია, მარიამისთვის ეს მეორე ქორწინებაა და პირველი ქორწინებიდან მას ერთი ვაჟი ჰყავს. ლევანი კი პირველად დაოჯახდა.
ვულოცავთ წყვილს გაბედნიერებას.