ხატია სიჭინავას ემოციური საახალწლო მიძღვნა ქმარს საახალწლოდ განსაკუთრებით ძლიერდება ხოლმე ემოციები და ადამიანები ცდილობენ, სასიყვარულო სიტყვები არ დაიშურონ საყვარელი ადამიანებისთვის. სოციალური ქსელი იძლევა საშუალებას, ამგვარი მიძღვნები საჯარო გახდეს და ადამიანებმა საკუთარი სიყვარული საქვეყნოდ, ყველას გასაგონად გამოხატონ. თუნდაც, ისეთი პირადი გრძნობები, როგორიცაა ცოლისა და ქმრის სიყვარული. ასეთი ბევრი პოსტი გვახსოვს ჩვენი მეგობრებისგან, შეიძლება, ჩვენც აგვიხსნია მეორე ნახევრისთვის ასე საჯაროდ სიყვარული. ცნობილი ქართველებიდან ამგვარი ემოციური პირადი პოსტებით ხატია სიჭინავა და მისი მეუღლე გამოირჩევიან. ცოლ-ქმარი სოციალურ ქსელში თუ სხვადასხვა ინტერვიუში არასდროს იკავებს თავს მეორე ნახევრისადმი კომპლიმენტების თუ სიყვარულის გამოხატვისგან. ამჯერად ხატიამ მიუძღვნა ქმარს საახალწლო სასიყვარულო მიძღვნა:
"ჩემი სანტაც, მეფეც, დედამიწის ღერძიც და საერთოდ ყველა ვარსკვლავი შენ ხარ, სიკ!"
წყვილი შვილებთან ერთად შეხვდა ახალ წელს.