ენჯიმ მაინც თავისი გაიტანა ანჯელინა ჯოლიმ თავისი ქმრის, მსახიობ ბრედ პიტისგან საიდუმლოდ იშვილა ერთი წლის ბიჭი ალოია ღარიბი კამბოჯიელების მრავალშვილიანი ოჯახიდან. ამბობენ, რომ ბრედს აღარ უნდოდა ისედაც დიდი ოჯახის გაზრდა და არ იყო ამ ამბის მომხრე, თუმცა ენჯიმ მაინც თავისი გაიტანა.
ჯერჯერობით ისინი ოფიციალურად არ ადასტურებენ ამ ინფორმაციას და ამ ეტაპზე მათ ოჯახში ექვსი ბავშვი იზრდება: 14 წლის მედოქსი, 10 წლის ზაქარა, 9 წლის შაილო, 12 წლის პაქსი და 7 წლის ტყუპი ნოქსი და ვივიენი. მათგან სამი ენჯიმ სხვადასხვა გაჭირვებული ქვეყნიდან იშვილა.
ენჯი აქტიურად დადის გაჭირვებულ ქვეყნებში, როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი სტუმრობს ლტოლვილთა ბანაკებს და ხშირი ურთიერთობა აქვს გაჭირვებულებთან.