ფოტოებს ქორწილიდან სტუმრად მიწვეული ცნობილი სახეები ავრცელებენ რამდენიმე კვირის წინ ნინი წიკლაურმა დაოჯახების ამბავი საზოგადოებას საკუთარი ფეისბუქ გვერდიდან აცნობა. მის მეგობრებში ბევრი იყო ისეთი, რომელიც ერთდროულად გაოცებული და გახარებული დარჩა ნინის გაბედნიერებით. უმრავლესობა დიდ ინტერესს გამოთქვამდა მისი რჩეულის ვინაობით. ამერიკაში მყოფი ქართველი მომღერალი კი საქართველოში ჩამოსვლამდე მეუღლის ვინაობას საგულდაგულოდ ასაიდუმლოებდა.
დღეს წყვილმა იქორწინა, მეგობრებმა ქორწილის ფოტოები გაავრცელეს და შესაბამისად, ცნობილი გახდა ნინის მეუღლის ვინაობაც - ის თემო ტუღუში გახლავთ.
ფოტოებს ქორწილიდან სტუმრად მიწვეული ცნობილი სახეები ავრცელებენ - მათ შორის არიან ნინი შერმადინი, ქეთი ორჯონიკიძე და სხვები.