ამის შემდეგ ქალს ყოველგვარი ეჭვები გაეფანტა... ამერიკელი ერიკი და პრისცილა ქალაქ მინიაპოლისიდან დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ. თუმცა ოფიციალურად ცოლ-ქმარი არ არიან. ახლახან გაუჩნდათ ბიჭუნა - ჯეკი. წყვილი ერთად აკეთებს ყველა საოჯახო საქმეს. ერიკი მეუღლეს ყველაფერში ეხმარება.
ბავშვის დაბადების შემდეგ პრისცილამ გადაწყვიტა, სამსახურში დაბრუნებულიყო. ერიკს მოქნილი სამუშაო გრაფიკი აქვს და შეუძლია, სახლიდან იმუშაოს. წყვილი შეთანხმდა, რომ ერიკი ბავშვს მოუვლიდა. ის მშვენივრად ართმევდა თავს მამობრივ მოვალეობას. მაგრამ პრისცილა, ისე როგორც ყველა დედა, მაინც განიცდიდა იმას, რომ დღის უმეტეს ნაწილს ბავშვის გარეშე ატარებდა. შეძლებდა კი ერიკი, მარტო მიეხედა და აღეზარდა ჯეკი?
ერთხელაც როდესაც პრისცილა სამსახურში იყო, ერიკმა ელექტრონულ ფოსტაზე ვიდეო გაუგზავნა, სადაც გადაღებული იყო მამა-შვილის ყოველდღიური საქმიანობა. პრისცილამ ლაპარაკის უნარი დაკარგა, როდესაც უყურა ვიდეოს... ამის შემდეგ მას ყოველგვარი ეჭვები გაეფანტა იმის თაობაზე, რომ ერიკი რაიმეს აკლებდა ბავშვს. ბავშვი ნამდვილად საიმედო ხელში იყო!