კაცებს ხანდახან უჭირთ ხოლმე იმის გაგება, რა ღლის ქალს სახლში ალბათ, ყველა ოჯახური წყვილისთვის ნაცნობია მომენტი, როცა ქმარი სამსახურიდან ბრუნდება და ხედავს, რომ ცოლს, რომელიც მთელი დღე ბავშვებთან იყო სახლში, ოჯახური საქმეებიდან ბევრი ვერ მოუსწრია. უფრო მეტიც, დაუჩივლია, რომ ძალიან დაიღალა! არადა, მთელი დღე სახლში იჯდა! ამის გაგება კაცებს ხანდახან უჭირთ ხოლმე - რა ღლის ქალს სახლში.
ასეთ მომენტებში ზოგიერთი მამაკაცი იმასაც ფიქრობს, რომ ცოლი გაუზარმაცდა, ან სხვა, ცუდი აზრებიც კი მოსდის. რა ხდება სინამდვილეში?
იაპონელი აქტივისტების ჯგუფმა გადაწყვიტა გაერკვია, რას აკეთებენ ქალები, როცა შინ რჩებიან. და თან სურდათ გაერკვიათ, სინამდვილეში ვინ უფრო ეწევა სიმძიმეებს - კაცები თუ ქალები. კვლევის შედეგები მოკლე, მაგრა ძალიან ძლიერ ვიდეოში გადმოსცეს. უყურეთ და მიხვდებით, რას აკეთებენ ქალები სახლში...