ამ ვიდეოს ნახვა ემოციის გარეშე შეუძლებელია ალკოჰოლიზმი მსოფლიო სენია, რომელიც ბევრ ოჯახში აღწევს და ანგრევს მას. ეს სოციალური რგოლი რეალურ ამბავზე დაყრდნობით გადაიღეს. 8 წლის გოგონა ლაურამ ამაღელვებელი წერილი დაუწერა ჯეკს (ასე უწოდა ცნობილ ალკოჰოლურ ბრენდს). ამ გზავნილში ჯეკს სთხოვდა, გაეშვა მისი მამიკო, გაეთავისუფლებინა ალკოჰოლის კლანჭებისგან. ლოთ მამასთან ცხოვრება მისთვის აუტანელი გამხდარიყო...
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამ ამბიდან სულ მალე მამამ, რომელსაც პათოლოგიური სიმთვრალის მორიგი შეტევა ჰქონდა, თავისი შვილი მოკლა...
ამ ვიდეოს ნახვა ემოციის გარეშე შეუძლებელია. თუმცა იმედი გვაქვს, ეს ამბავი და ეს ვიდეო გამოფხიზლებად გამოდგება ერთი ადამიანისთვის მაინც, რომელიც ალკოჰოლის ტყვეობაში იმყოფება და ამის გამო ოჯახურ ბედნიერებას აყენებს სასწორზე...
აუცილებლად გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს, რომ ბევრმა ნახოს...