არსებობენ ქალები, ვისაც ცოლის როლის მორგება ნაკლებად გამოსდით მამაკაცებს რომ ჰკითხოთ, ალბათ დიდი ნაწილი ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად გიპასუხებთ, რომ ცოლი ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება იყოს აუტანელი, თუ მუდმივად არა პერიოდულად მაინც. თუმცა, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არსებობენ ქალები, ვისაც ცოლის როლის მორგება ნაკლებად გამოსდით და ხშირად, განსაკუთრებული სურვილიც არ გააჩნიათ ამის...
ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, მოჭარბებული მამაკაცური ენერგეტიკითა და სხარტი აზროვნებით გამოირჩევიან. ამიტომ, ძალზე ხშირად ირჩევენ მამაკაცურ პროფესიებს და ზოგადად, გამუდმებით ებრძვიან ძლიერ სქესს იმის დამტკიცების მცდელობაში, რომ ყველაფერს უმამაკაცოდაც იოლად და მარტივად გააკეთებენ. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ეს ასეც არის. ამიტომ ვერძი ქალის ცოლად მოყვანით, მამაკაცი დიდ რისკზე მიდის და ოჯახში, ფაქტობრივად ნელი მოქმედების ბომბს ამონტაჟებს. სანამ შეყვარებულია კიდევ ჰო, მაგრამ როცა ვერძს რომანტიკული "უწი-პუწი" ყელში ამოუვა, გული აუცილებლად გაუწევს უპირატესობის დამტკიცებისკენ ამჯერად უკვე მეორე ნახევართან. მამაკაცებს კი მოგეხსენებათ, არ უყვართ ქალი, რომელიც მუდმივად ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა. გამოსავალი ერთია, ვერძს ან საკუთარი ადგილი მიუჩინოთ (საამისოდ ძალიან ძლიერი უნდა იყოს მამაკაცი - კარგია თუ ლომი, მორიელი ან თხის რქაა იქნება), ან მოემზადოთ განქორწინებისთვის. იმიტომ რომ კომპრომისზე იგი არასოდეს წამოვა. განაგრძეთ კითხვა