6 წლისამ მშობლებს მოლბერტის ყიდვა სთხოვა და პირველად დაიწყო ნატურიდან პეიზაჟების ხატვა ბრიტანელი კირონ ულიამსონი მხოლოდ 13 წლისაა, თუმცა თავისი ნიჭის წყალობით უკვე მილიონერია. კირონი მხატვარი გახლავთ, იმპრესიონისტულ სტილში ხატავს და ამის გამო ადგილობრივი პრესა მას "პატარა მონეს" უწოდებს.
როგორც მისი მშობლები იხსენებენ, ბიჭუნა 5 წლის ასაკში დაუოკებელ სწრაფვას იჩენდა ორი სფეროს მიმართ - ეს ფეხბურთი და ხატვა იყო. პირველს მისთვის აღიარება ჯერ არ მოუტანია, სამაგიეროდ ხატვამ წარმატების მწვერვალზე აიყვანა.
კირონის მშობლები თურმე მის დაბადებამდე აგროვებდნენ ნახატებს, რომელზედაც მათი მშობლიური ნორფოლკის საგრაფო იყო აღბეჭდილი. ამ ნახატებით დამშვენებულ კედლებს კირონი დაბადებიდანვე დიდი ინტერესით ათვალიერებდა.
6 წლისამ მშობლებს მოლბერტის ყიდვა სთხოვა და პირველად დაიწყო ნატურიდან პეიზაჟების ხატვა. ბიჭი იმდენად ნიჭიერი აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად პედაგოგების გარეშე მოახერხა თვითგანვითარება. დასჭირდა მხოლოდ 9 გაკვეთილი აკვარელის, 3 ზეთის ფერწერის და 6 პასტელის ტექნიკის გაკვეთილი. დღეს სამივე ტექნიკას ფლობს.
2009 წელს აუქციონზე კირონის 16 ნამუშევარი გაიტანეს და ყველა 15 წუთის განმავლობაში გაიყიდა 18 000 ფუნტ სტერლინგად. 2010 წლის აუქციონზე უკვე 150 000 ფუნტის შემოსავალი მიიღო.
11 წლის ასაკში უკვე მილიონნახევარი ფუნტი სტერლინგის დაგროვება შეძლო. მისი ნახატები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მსოფლიოს უდიდეს აუქციონებზე იყიდება. 10 000 ადამიანი დგას რიგში, რომ მისი ნახატი შეიძინოს.
11 წლიდან კირონი სკოლაშინ აღარ დადის - მას შინ უტარებენ გაკვეთილებს, რათა ხატვას მეტი დრო დაუთმოს. ყოველდღე საათობით სეირნობს საინტერესო პეიზაჟის ძებნაში. ხატვის გარდა გატაცებულია ფეხბურთით და გეგმავს, რომ როდესმე ციხესიმაგრეს იყიდის.