ამ ფოტომ ნახევარი მსოფლიოს მოვლა მოასწრო როდესაც ხდები მშობელი, ეს დიდი ბედნიერება, უდიდესი პასუხისმგებლობა და ახალი გამოცდილებაა. მაგრამ არის კიდევ ერთი ცხოვრებისეული სტატუსი, რომელიც ვერ შეედრება ვერაფერ სხვას. მხედველობაში გვაქვს მომენტი, როდესაც ვხდებით ბებიები ან ბაბუები.
როგორც წესი, ამ დროისათვის უკვე დაგროვილია საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება და თითქოს ყველაფერი მიდის თავის კალაპოტში სტაბილურად, მაგრამ უეცრად ჩნდება სურვილი, ისევ იგრძნოთ თავი მშობლის ამპლუაში: გინდათ ისევ მოუაროთ პატარას, წაუკითხოთ ზღაპრები, გაუმასპინძლდეთ გემრიელობებით...
მოგითხრობთ სევდიან ამბავს, რომელიც პოპულარული გახდა სოციალურ ქსელში.
გაიცანით, ეს კელსი ჰარმონია, ის სწავლობს კოლეჯში და რეგულარულად სარგებლობს სოციალური ქსელით. მისი დამსახურებით გახდა ეს ამბავი ცნობილი...
ეს კი კელსის ბაბუაა. ამ ფოტომ მოასწრო ნახევარი მსოფლიოს მოვლა. საქმე ისაა, რომ ამ კაცს 6 შვილიშვილი ჰყავს. ისინი უკვე დიდები არიან და იშვიათად ნახულობენ ბაბუას. ამ საღამოს მას მოუნდა ყველას ერთად შეკრება. მოამზადა ვახშამი, მაგრამ მოვიდა მხოლოდ ერთი შვილიშვილი - კელსი. გოგონამ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გამოაქვეყნა ეს ფოტო, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. კომენტარებში წერდნენ, თუ როგორი ძვირფასია ახლობელი ადამიანი, ზოგი წერდა, რომ ვერ იკავებდა ცრემლებს ამ ფოტოს ყურებისას.
იმედია, ამ ფოტოს მეშვეობით უამრავი ბებია-ბაბუა მოინახულეს შვილიშვილებმა. კელსი ამბობს, რომ მისი ბაბუა არ არის სოც. ქსელის მომხმარებელი, ამიტომ ბოლომდე ვერ მიხვდა, თუ როგორი პოპულარული გახდა...
...აიღე ტელეფონი და დაურეკე, მოინახულე ბებია, ბაბუა, დეიდა, ბიძა და სხვა ახლობლები, ვინც დიდი ხანია არ გინახავს. ამით მათ ძალიან გაახარებ.