აქამდე არასოდეს უსაუბრია პირადი ცხოვრების ამ დეტალზე ყოველწლიურ კინოფესტივალზე, რომელიც ნიუ-იორკში მიმდინარეობს, სერიოზული დისკუსია გამოიწვია ენდრიუ ვეიკფილდის დოკუმენტური ფილმის გაშვება-არგაშვების საკითხმა. რობერტ დე ნირომ მხარი დაუჭირა სურათს "ვაქცინაცია" და შეკრებილებს შეახსენა, რომ თავად ზრდის ბავშვს აუტისტური სპექტრის აშლილობით.
ტრაიბეკის ყოველწლიურ კინოფესტივალზე აპირებდნენ, რომ ფილმის ჩვენება აეკრძალათ. ფილმში საუბარია ანტიგენური მასალის აცრებსა და ბავშვებში აუტიზმის განვითარებას შორის კავშირზე. სიუჟეტი ეფუძნება ვეიკფილდის კვლევას, რომელიც 1998 წელს ჩაატარა. მაშინ სპეციალისტებმა უარყვეს მეცნიერის შეხედულებები და თაღლითობაში დაადანაშაულეს (იხილეთ სტატია ექიმი ვეიკფილდის შესახებ).
რობერტ დე ნირომ გადაწყვიტა, რომ თავადაც უნდა გამოეთქვა ამ თემაზე საკუთარი აზრი და თუ აქამდე არასოდეს უსაუბრია პირადი ცხოვრების ამ დეტალზე, ამჯერად ყველას შეახსენა, რომ მის შვილს სწორედ ეს პრობლემა აქვს და ფილმში ასახული თემა მასაც ეხება.
თუმცა მოგვიანებით, მას მერე, რაც აღნიშნულ სურათში წამოჭრილი თემა კინოფესტივალის ჯგუფთან ერთად განიხილა, გადაწყვეტილება შეცვალა და დაეთანხმა არ გაეშვათ ფილმი, რომლის შექმნაში თავადაც მონაწილეობდა:
"ჩემი განზრახვა, რომ გაეშვათ ეს ფილმი, აიხსნებოდა სურვილით, დაწყებულიყო ამ პრობლემაზე საუბარი, რომელიც ჩემს ოჯახსაც ეხებ. თუმცა მას მერე, რაც კვლავ განვიხილეთ ეს საკითხი კინოფესტივალის გუნდსა და სამეცნიერო საზოგადოებას შორის, ჩავთვალეთ, რომ ფილმი არ უწყობს ხელს იმ დისკუსიას, რის იმედიც მე მქონდა. ფესტუვალი არ ცდილობს მძაფრი თემებისთვის გვერდის ავლას, თუმცა ვღელავთ ფილმის გარკვეულ ასპექტებზე, რომელთა გამო იძულებული ვართ, ამ ფილმის ჩვენება ავკრძალოთ", - აღნიშნა მსახიობმა.