ტრავმატოლოგთა გუნდის მიერ ჩატარებული 4-საათიანი ოპერაცია დასრულდა იაშვილის კლინიკა შორენა ბეგაშვილის ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კლინიკის ინფორმაციით, ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა.
"იაშვილის კლინიკის ტრავმატოლოგთა გუნდის მიერ ჩატარებული 4-საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში", - ნათქვამია განცხადებაში.
ბარბაქაძეს ოპერაცია მენჯ-ბარძაყზე და ხელზე გაუკეთდა. გუშინ კი მას ოპერაცია ხერხემალზე გაუკეთეს. მედიკოსების ინფორმაციით, გუშინდელმა ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა.
14 წლის გოგონა 2 დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. პაციენტი კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს.