დედა ყოველდღე მიყვიროდა. არ მახსოვს, რომ მომფერებოდეს ან ეთქვას, რომ ვუყვარვარ 23 წლის ინგლისელი შენონ კარტერი 6 შვილს ზრდის, რომელთაგან უფროსი 14 წლისამ გააჩინა. ამბობს, რომ სულაც არ ნანობს, ასეთ ნაადრევ დედობას. თუმცა ადამიანების უმრავლესობა მაშინაც განიკითხავდა და ახლაც განიკითხავს და იმასაც ამბობდნენ, რომ ცუდი დედა იქნებოდა.
ბავშვის მამა ლეო, შენონის ძველი მეგობარი, იმ დროს 16 წლის იყო. შენონმა ორსულობა მაშინ იგრძნო, როცა ბავშვი პირველად გაინძრა, თუმცა არავისთვის არ უთქვამს ეს. ფიქრობდა, რომ პრობლემა თავისით გაივლიდა, თუ იგნორირებას გაუკეთებდა. "მაშინ მართლა ბავშვი ვიყავი. როცა მე და ჩემი ბიჭი ვურთიერთობდით, არაფერი ვიცოდი კონტრაცეფციაზე", - ამბობს შენონი.
როგორც კი ბავშვი დაიბადა, ექიმებმა შენონის დედას - 45 წლის ჯეინს მისცეს ბავშვი, რადგან ეჭვობდნენ, ასეთი პატარა გოგონა როგორ გაუმკლავდებოდა ჩვილს. თუმცა შენონმა დაიჟინა, რომ თავად მიხედავდა შვილს. "როცა ბოლოს და ბოლოს დამრთეს ნება, რომ ჩემი პატარა სკოტი ხელში ამეყვანა, აღარც მომინდა მისი გაშვება".
იმ დღეს დაპირდა შენონი ბავშვს, რომ ალერსსა და სითბოს არ მოაკლებდა, იმას, რაც თავად აკლდა ბავშვობაში. "ჩემი მშობლები ადრე გაიყარნენ და მამა აღარც მინახავს მას მერე. დედა ყოველდღე მიყვიროდა. არ მახსოვს, რომ მომფერებოდეს ან ეთქვას, რომ ვუყვარვარ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ სკოტს სხვანაირად გავზრდიდი: შევაქებდი და ყოველთვის სიყვარულით იქნებოდა გარემოცული".
მშობიარობიდან სამი თვის შემდეგ გოგონა სკოლაში დაბრუნდა. იხსენებს, რომ კლასელები დასცინოდნენ, თუმცა შინ დაბრუნებულს ბავშვი რომ ხვდებოდა, ყველაფერი ავიწყდებოდა.
16 წლისა ისევ დაორსულდა, ახალი შეყვარებულისგან. "ავარიაში მოვყევი და მცირე ხნით კონტრაცეპტივების დალევა ამიკრძალეს. შედეგად, დავორსულდი და გაჩნდა ბავშვი".
ახლა შენონს 6 შვილი ჰყავს, რომელთაგან სამი 37 წლის ლი არამთან სამოქალაქო ქორწინებაში გააჩინა. დღემდე მასთან არის. მაღაზიაში მუშაობს და აღიარებს, რომ მისი მთავარი პრობლემა არის არა მატერუალური საკითხები ან დროის უქონლობა, არამედ ის, რომ ყოველდღე ესმის, როგორ აკრიტიკეტებენ, როგორც მეტისმეტად ახალგაზრდა დედას.
"როგორ ბედავენ? მე კარგი დედა ვარ! ვზრუნავ ჩემს შვილებზე და არანაკლებ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქალი. ჩვენ ლამაზი და ბედნიერი ოჯახი გვაქვს. ამდენი შვილის ყოლა ამ ასაკში პრივილეგიაა და არა ტვირთი"...
თუმცა ძნელია, შენონს ასე ადვილად დაეთანხმო.