თქვენი პატარაც ხომ არ დაიბადა ასეთი ხშირი და გრძელი თმით? ბოლო ორი კვირაა სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს ბავშვების ფოტოები, რომლებიც ხშირი თმით გამოირჩევიან. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ კალიფორნიელმა მაკენზი კაპლანმა ქსელში განათავსა თავისი 2 თვის ქალიშვილის იზაბელის ფოტო, რომელსაც ნამდვილი ვარცხნილობა აქვს ამ ასაკში. ამის პასუხად მშობლებმა თავიანთი ასევე ხშირთმიანი ბავშვების ფოტოები ატვირთეს, საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარებს სხვებს და "თმიანი" პატარების მოდაც შემოვიდა.
თქვენი პატარაც ხომ არ დაიბადა ასეთი ხშირი და გრძელი თმით?