ძალიან მარტივი და სასარგებლო არითმეტიკაა - თქვენ არაფერს კარგავთ, უბრალოდ ყიდულობთ სასურველ წიგნებს და ამისთვის კიდევ აქეთ გაძლევენ საჩუქარს. მაგარია, არა? მშობლებისა და ბავშვების დიდი ნაწილი ალბათ მინიმუმ კვირაში ერთხელ მაინც შედის ს წიგნების მაღაზიაში და არც ისე იშვიათად ხარჯავს იქ 20 ლარს და მეტ თანხასაც. მაგრამ ოდესმე შემოუთავაზებიათ ასეთი რამ სადმე? - 20 ლარის შენაძენს თან დაერთოს საკმაოდ კარგი საჩუქარი, შესანიშნავი წიგნის სახით? ალბათ, არა. თანაც, ამას კიდევ ემატება მეორე საჩუქარი - მომგებიანი ბილეთი, რომელიც გათამაშდება და შესაძლოა, მაღაზიაში ერთი შესვლით გახდეთ ავტომობილის, ერთკვირიანი საგზურის ან სხვა სოლიდური პრიზის მფლობელი. ანუ ძალიან მარტივი და სასარგებლო არითმეტიკაა - თქვენ არაფერს კარგავთ, უბრალოდ ყიდულობთ თქვენთვის საჭირო წიგნებს და ამისთვის კიდევ აქეთ გაძლევენ საჩუქარს. მაგარია, არა?
გათამაშება უკვე ხვალიდან იწყება. მაშ ასე: მკითხველი 31 მარტიდან წიგნის მაღაზიებში ყოველ 20-ლარიან შენაძენზე (გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებზე) ადგილზე მიიღებს გათამაშების 1 ბილეთს, გადაფხეკს გადასაფხეკ ველს, მოიგებს გარანტირებულ პრიზს - წიგნს. აგრეთვე შეავსებს ბილეთის მეორე ნაწილს, ჩააგდებს წიგნის მაღაზიაში განთავსებულ სპეციალურ ყუთში და დაელოდება 29 მაისის მთავარ გათამაშებას, სადაც გათამაშდება 4 მთავარი პრიზი: ავტომობილი, ერთ კვირიანი საგზური ევროპაში, 3000 ლარიანი ავეჯის ვაუჩერი და აიფონ 6 s. აღსანიშნავია, რომ გარანტირებულ პრიზებში გამოტანილია „გამომცემლობა პალიტრა L“-ის ყველა წიგნი, მათ შორის წიგნები ისეთი ბესტსელერი სერიებიდან როგორებიც არის „100 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, „სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული“, ლიბერთინსის წიგნები, ენციკლოპედიები, საბავშვო ლიტერატურა და სხვა.
გათამაშების მთავარი სლოგანია #იკითხედამოიგებ
გათამაშების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ როგორც სპეციალურ ვებ გვერდზე www.palitral.ge/lottery, ასევე სოციალურ ქსელში ჰეშტეგით #იკითხედამოიგებ.
გათამაშება გაიმართება 29 მაისს, 18:00 საათზე. ტელეკომპანია Palitra News-ისა და „რადიო პალიტრას“ პირდაპირ ეთერში.
ყველას გისურვებთ წარმატებას და ბევრი კარგი საჩუქრის მიღებას!