შორენას უდიდესი სტრესისგან დეტალები აღარ ახსოვს შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილს იაშვილის კლინიკაში ორ დღეში ორი ოპერაცია ჩაუტარდა. გუშინ ტრავმატოლოგთა გუნდის მიერ ჩატარებული 4-საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. ევა ბარბაქაძეს პირველი ოპერაცია ხერხემალზე, მეორე დღეს კი მენჯ-ბარძაყსა და ხელზე გაუკეთდა. "ახლა ყველაფერი ევას ორგანიზმზეა დამოკიდებული... რომელიც აუცილებლად მალე გამოჯანმრთელდება..." - დაწერა "ფეისბუქზე" პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა ოპერაციის შემდეგ.
რაც შეეხება 26 მარტს მომხდარ უბედურ შემთხვევას, როცა 14 წლი ევა ბარბაქაძე კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ დღეს ევას თავისი თანატოლები ჰყავდა სტუმრად, რაც შორენას ერთ-ერთმა მეგობარმა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში არ დაადასტურა.
ტელეპროდიუსერი მაია სტეფნაძე ამბობს, რომ შორენას უდიდესი სტრესისგან დეტალები აღარ ახსოვს: "როგორც შორენამ მითხრა, ევას საჭმელს უმზადებდა. სტუმრები არ ჰყოლია.
გაგრძელება