ტყუპის ჩასახვის დაგეგმვა უკვე რეალურია
ბევრი ქალისთვის ნამდვილი საჩუქარი იქნება იმის გაგება, რომ ტყუპის ჩასახვის დაგეგმვა უკვე რეალურია. ამისათვის კი საჭიროა მხოლოდ კვების რაციონის შეცვლა.
ტყუპების ფენომენი
ლონგ-აილენდის ებრაულმა სამედიცინო ცენტრმა ტყუპების დედების კვებითი რაციონი შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ უდიდესი როლი ტყუპის ჩასახვაში დედის კვებას ეკისრება. თავიანთი გამოკვლევის შედეგები მათ გამოაქვეყნეს სამეცნიერო ჟურნალში “The Journal of Reproductive Medicine”.
10 წლის მანძილზე აშშ-ში ტყუპების შობადობა 75%- ით გაიზარდა. თავიდან მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ეს მაჩვენებელი განპირობებული იყო ქალების უმრავლესობის გაზრდილი მიმართვიანობით რეპროდუქციული მედიცინისთვის.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს 1000 ქალი, რომელიც კატეგორიულად არ მოიხმარდა ცხოველური წარმოშობის საკვებს. მათი შანსები ტყუპის ჩასახვისა 1:5-თან იყო.
ვეგეტარიანელ ქალებს, რომლებიც რაციონში რძესა და რძის პროდუქტებს მოიხმარდნენ, საპირისპირო შედეგები ჰქონდათ.
კვლევის ავტორი გერისტეინმენი დარწმუნებულია, რომ ამის მიზეზი ცხოველური წარმოშობის საკვებია. კერძოდ, რძის პროდუქტები. ისინი ზრდიან ცილის გამომუშავებას, რაც უზრუნველყოფს საკვერცხიდან ერთდროულად ორი კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას.
გარდა ამისა, მეცნიერებმა შეისწავლეს სხვა ქვეყნებში ტყუპების დაბადების სიხშირე. აღმოჩნდა, რომ ქვეყნებში, სადაც აუცილებელ ტრადიციულ საკვებს წარმოადგენს რძის პროდუქტები, ტყუპის გაჩენის გაცილებით დიდი მაჩვენებელია. ასე რომ, თუ გინდათ ტყუპი, მიეძალეთ რძის ნაწარმს.