მეგანს საკვებზე ალერგიის იშვიათი ფორმა აწუხებს ძაღლი მეტსახელად ლილიბელი ვაინჰარტების ოჯახში უბრალოდ შინაური ცხოველი არ არის. ის ნამდვილი მფარველი ანგელოზია პატარა მეგანისთვის, რომელსაც იშვიათი დაავადება აქვს. ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს შორის სათუთი ურთიერთობები საკმაოდ ხშირია, ბავშვებს მოსწონთ ცხოველებთან თამაში, მათზე ზრუნვა. ისინიც ერთგულებით პასუხობენ. თუმცა 7 წლის მეგან ვაინჰარტისა და მისი ლილიბელის მეგობრობაზე უკვე მსოფლიო ალაპარაკდა.
მეგანს საკვებზე ალერგიის იშვიათი ფორმა აწუხებს. ის შეიძლება მოჯლას სულ პაწაწინა ნუშის, არაქისის ან თხილის მარცვალმაც კი, რომელიც ანაფილაქსიურ შოკს იწვევს. ლილიბელი ყოველდღე ყნოსავს მეგანის ყველა კერძს და თუ იყნოსა, რომ რომელიმეში თხილეულის მცირე კვალი მაინც არის, ნიშანს აძლევს პატრონებს და მეგანს სიცოცხლეს უნარჩუნებს.
ლილიბელი ისე მიჩვეული თავის პატარა პატრონს, ნაბიჯით არ სცილდება. მაშინაც კი ახლავს, როცა გოგონა მორიგი მკურნალობის კურსის გასავლელად კლინიკაში მიემგზავრება – ლილიბელი იქ ცხოვრობს გოგონასთან, საავადმყოფოს პალატაში.