მილიარდერი შიშობს, რომ დიდი ფული ბავშვებს გააფუჭებს
სულ რამდენიმე დღის წინ რუსმა ბიზნესმენმა მიხეილ ფრიდმანმა გაახმოვანა თავისი გადაწყვეტილება მილიარდიანი ქონების საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემის თაობაზე. მას სურს, რომ თავისი შვილები მემკვიდრეობის გარეშე დატოვოს. მილიარდერი შიშობს, რომ დიდი ფული ბავშვებს გააფუჭებს."ალფა-ჯგუფის" თანამესაკუთრე და თავმჯდომარე მიხეილ ფრიდმანი, რომლის ქონება 2016 წელს ჟურნალმა Forbes-მა 13,3 მილიარდ დოლარად შეაფასა, არაერთი წელია რუსეთის უმდიდრეს ადამიანთა სიაშია. გამოცემამ ასევე მიხეილის შვილები - 22 წლის ლორა, 20 წლის კატია, 10 წლის ნიკა და 15 წლის ალექსანდრე "პლატინის" მემკვიდრეთა სიაში შეიყვანა. თითოეულს 3,3 მილიარდი დოლარი ერგებოდა. აღმოჩნდა, რომ ბიზნესმენს არ ჰქონია დიდი სურვილი, შვილებისთვის თავისი ფული მიეცა.
Forbes club-ის შეკრებაზე ფრიდმანმა შეკრებილთ ამცნო თავისი გადაწყვეტილება: "გადავწყვიტე, რომ ჩემი ქონება სრულად დავხარჯო ქველმოქმედებაში. ყველაზე ცუდი, რაც კი შემეძლო საკუთარი შვილებისთვის გამეკეთებინა - ეს ჩემი ქონების მათ ხელში გადაცემა იყო."
ლორა ფრიდმანმა 2015 წელს დაამთავრა იელსის უნივერსიტეტი, იქვე მისი და, კატია შეისწავლის ისტორიას. ბიჭი - საშა სწავლობს ამერიკის პრესტიჟულ Kent School სკოლაში, მხოლოდ პატარა ნიკა ცხოვრობს დედასთან ერთად (ფრიდმანის ყოფილ მეუღლესთან - ოლგასთან) მოსკოვში. როგორი რეაქცია ჰქონდათ ბავშვებს მამის განცხადებაზე - უცნობია.