რით იმართლა დედამ თავი... ავსტრალიელმა ფიტნეს-გურუმ ჩონტელ დანკანმა სახელი სპორტში აქტიური ჩართულობით დაიმკვირდა. ის ორსულობის პერიოდშიც, მშობიარობამდე აქტიურად იყო სპორტით დაკავებული და მისი ფოტოები ხშირად აოცებდა საზოგადოებას.
ჩონტელს ხშირად აკრიტიკებდნენ ორსულობის დროსაც, როდესაც ის კინკბოქსინგით იყო დაკავებული. ყველა უწინასწარმეტყველებდა იმას, რომ მომავალ პატარაზე ცუდად იმოქმედებდა ინტენსიური ვარჯიშები. მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და პატარა ჯემერია ტომას დანკანი ქვეყანას მოევლინა დროულად, 25 მარტს ნორმალური წონითა და სიმაღლით. ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელია.
მშობიარობიდან 5 დღის შემდეგ ჩონტელმა თაყვანისმცემლების გაოცება მოახერხა თავისი მოხდენილი გარეგნობით, რაზეც მშობიარობამ არანაირი კვალი არ დაამჩნია.
თუმცა ცოტა ხნის წინ ჩონტელმა სულ სხვა რამის გამო მიიპყრო ყურადღება.
სოციალურ ქსელში ის 13 დღის ბავშვის ხელში არასწორად ჭერის გამო სასტიკად გააკრიტიკეს. მის სოციალურ გვერდზე 477 000 გამომწერს მიეცა სალაპარაკო თემა: 7 აპრილს ჩონტელმა ქსელში განათავსა სელფები შვილთან ერთად. მან სარკეში გადაიღო თავისი თავი და 13 დღის პატარა. ერთ ხელში ახალგაზრდა დედას ტელეფონი უჭირავს. მეორე ხელით გულზე იხუტებს ვერტიკალურ მდგომარეობაში მყოფ ბავშვს, რომელსაც თავი აქვს უკან გადავარდნილი. ახალშობილის ასეთი მდგომარეობა, რომელსაც თავი ჯერ დამოუკიდებლად ვერ უჭირავს, არ მოეწონათ ინტერნეტმომხმარებლებს: "ძალიან ვღელავ იმაზე, თუ როგორ გიჭირავთ ბავშვი", - დაწერა ერთმა კომენტარებში. "ბავშვის საწყალი კისერი! დაიჭირეთ ბავშვი სწორად! ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სელფი!"- დაამატა მეორემ.
პასუხად ჩონტელმა კიდევ ერთი ფოტო დადო, სავარაუდოდ იმავე სერიიდან. მეორე ფოტოზე ბავშვს თავი უდევს დედის მკერდზე.
"არ ვაპირებ დავმალო, თუ რას ვფიქრობ თქვენს დამამცირებელ კომენტარებზე, თითქოს არ ვიცი, როგორ მოვექცე ბავშვს", - დაწერა ჩონტელმა. მან განმარტა, რომ პირველი ფოტო გადაიღო იმ მომენტში, როდესაც ბავშვმა იმ წუთას გადააგდო თავი უკან, შემდეგ კი ისევ დაადო დედას მკერდზე. "ზოგჯერ ახალშობილები თვითონ წევენ თავს. მოკლედ, ხალხნო, თუ არ მოგწონთ ჩემი გვერდი, გააუქმეთ გამოწერა", - ამბობს ჩონტელი.
ნეგატიური შეფასებების გარდა ახალგაზრდა დედამ გამამხნევებელი კომენტარებიც მიიღო: "არ არის საჭირო თავის მართლებაში დროის დახარჯვა, ჩემი ბიჭი აკეთებდა ზუსტად იგივეს, როდესაც მაგხელა იყო", - წერს ერთ-ერთი ხელმომწერი.