როგორ გადაარჩინეს შვილებმა მრავალშვილიანი დედა - საოცარი ამბავი
ჩვენს საზოგადოებაში ხშირად მოისმენთ, რომ ვინმე გიორგი "ჭკუა ასწავლა" ნინოს, ვისთანაც უკვე 20 წლის ქორწინება აკავშირებს. მართალია, ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ მაინც ცხოვრობენ ერთად. სცემს ე.ი უყვარს! ეს ფრაზაც ალბათ ბევრს მოუსმენია. თუმცა ძალადობის პრობლემა ოჯახში ბევრად სერიოზულადაა: გიორგი ხშირად ხელს დაავლებს მჭრელ და ბასრ საგნებს, ნინო კი იღებს სიცოცხლესთან შეუთავსებელ ტრავმებს. ეს კაცობრიობის პრობლემაა.ეს ამბავი მოხდა ბრისბენში - ავსტრალიაში. რეიჩელ მური ადრე იმყოფებოდა ქორწინებაში და არაერთხელ ყოფილა ძალადობის მსხვერპლი თავისი ქმრის მხრიდან. სწორედ ეს გახდა მათი განქორწინების მიზეზი. რეიჩელმა მეორედ სცადა ბედი... მაგრამ არც ახლა გაუმართლა... ამჯერად ის შვილებმა გადაარჩინეს. ისინი ხუთნი არიან - ხუთი ორივე ქორწინებიდან.
მეორე ქმარი, დერილი ისეთივე აღმოჩნდა, როგორიც პირველი. ერთობლივი ცხოვრების 3 წლის თავზე მან სცადა დაერტყა რეიჩელისთვის. ქალმა პოლიციას გამოუძახა და ქმარი სახლიდან გააგდო.
2 წელი ზრდიდა ბავშვებს დამოუკიდებლად მანამ, სანამ ერთხელაც ყოფილი ქმარი არ შემოუვარდა სახლში იარაღით. შემდგომ სცენარი განვითარდა ისე, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე: რეიჩელი გაიქცა ბავშვებთან, რათა დაეცვა ისინი. გაცეცხლებული ქმარი კვალდაკვალ მიჰყვებოდა. მან გაისროლა და რეიჩელს ხელში მოარტყა ტყვია. ქალი დაეცა და გონება დაკარგა... სანამ დერილი მორიგი ტყვიის ჩადებას ცდილობდა, 12 წლის კემერონმა გამოსტაცა თოფი ხელიდან და ქუჩაში გაიქცა, ხოლო 14 წლის ჯეიდენი უკნიდან შეახტა და ახრჩობდა... ასე გასცეს პასუხი ბავშვებმა, რომლებიც უცნაური დამთხვევის წყალობით, ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე საბრძოლო ხელოვნების სექციაში ჩაეწერნენ. ვინ იფიქრებდა, რომ ახალი ნასწავლი ილეთები მალევე გამოადგებოდათ.
რეიჩელი ახლა გამოჯანმრთელდა და ცდილობს, თავისი ისტორია რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მოუყვეს. ყოველთვის ასე კარგად ხომ არ მთავრდება მსგავსი ძალადობის ისტორიები...
მართალს ამბობენ ფსიქოლოგები: ხშირად გზად გხვდებიან ერთი და იგივე ადამიანები. ერთის მოშორების შემდეგ დროთა განმავლობაში მოგევლინება მეორე - ისეთივე. შეიძლება მაშინვე არ გამოავლინოს თავი, მაგრამ აუცილებლად გამოავლენს. შემდეგი შეიძლება უფრო უარესიც კი იყოს. ამიტომ გაუფრთხილდით თავს. აცნობეთ შესაბამის ორგანოებს მაშინვე, როგორც კი ფიზიკურ ძალადობას ექნება ადგილი.