"ჩემი ცხოვრებიდან უბრალოდ ადექი და გაქრი..." წელს, პირველად, 19 ივნისს მამების დღე აღინიშნა. არ ვიცით, ეს ტრადიცია რამდენად მოიკიდებს ფეხს, მაგრამ წლევანდელი აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. უამრავმა ადამიანმა გამოფინა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე მამებთან გადაღებული ფოტო თბილი მინაწერებით.. ერთ-ერთი ყველაზე გულის ამაჩუყებელი "ჩემი ცოლის დაქალების" გმირის - თინას, იმავე მაკა ძაგანიას შვილის, ნუცა ჩაკვეტაძის პოსტი აღმოჩნდა, რომელიც გარდაცვლილ მამას მიუძღვნა.
"ადამიანი რაც უფრო იზრდები, მით უფრო აანალიზებ წარსულში მომხდარ ამბებს. უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს შენთვის ის წვრილმანები. აცნობიერებ და ხვდები, რომ
საკმაოდ დიდი დრო გავიდა. რამდენი წელია, რამდენი თვეა, რამდენი დღეა, რაც ჩემი ცხოვრებიდან უბრალოდ ადექი და გაქრი, მაგრამ ის გრძნობა, რასაც მამის მიმართ შვილები გრძნობენ არასდროს გაქრება."
ნუცა თინას პირველი ქროწინებიდან ჰყავს, მართალია, წყვილი იმ დროს დაშორდა ერთამენთს, როცა ბავშვი პატარა იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ნუცას მამის სიყვარული არ მოჰკლებია. მისი გარდაცვალებით დატოვებული ტკივილი კი სამწუხაროდ, განუკურნებელია.
თეკლა ჟვანია