ვინ არის ალანას მეუღლე და ვისი სახელი დაარქვა შვილს ალანა გაგლოევას პერსონით პრესა ყოველთვის ინტერესდებოდა, მის ირგვლივ ბევრი ჭორ-მართალი ტრიალებდა, განსაკუთრებულ ინტერესს პირადი ცხოვრება იწვევდა. მიუხედავად ამისა, ალანამ მოახერხა, რომ მისი ოჯახის შექმნისა და ორსულობის ამბავი თითქმის ბავშვის დაბადებამდე დაემალა.
2015 წლის 24 მარტს ალანა ბიჭის დედა გახდა. ახალბედა დედიკო იმ პერიოდში კარიერული თვალსაზრისით დაკავებული არ იყო, ამიტომ ბავშვი თავად, ძიძის დახმარების გარეშე, გაზარდა.
ბიჭუნას ბიძის, ანუ ალანას მაზლის სახელი დაარქვეს - გუგა. "ბავშვობაში ძმებმა, ჩემმა ქმარმა და მაზლმა, ერთმანეთს პირობა მისცეს, თუ ბიჭები ეყოლებოდათ, ერთმანეთის სახელებს დაარქმევდნენ. ბავშვობის დანაპირები ორივემ შეასრულა", – აღნიშნა ალანამ ერთ-ერთ ინტერვიუში...
ალანას მეუღლე ნიკა გუგეშვილი, პროფესიით იურისტი გახლავთ, თუმცა საქმიანობის სფეროდ კერძო ბიზნესი აქვს შერჩეული.
პრესა განებივრებული არაა გუგას ინტერვიუებით და ფოტოებით, თუმცა ჩვენ გთავაზობთ ალანას ოჯახური იდილიის აღმბეჭდავ სურათებს.
თეკლა ჟვანია