პატარა ალექსანდრეს ცნობილი ნათლიები ჰყავს 5 მაისს მომღერალ სალომე ბაკურაძეს და ტელეპროდუსერ ლაშა ბასლანძეს ბიჭი შეეძინათ, ბავშვს ალექსანდრე დაარქვეს. ინტერესი ცნობილი წყვილის შვილის ფოტოების მიმართ დიდი იყო, თუმცა ნათლობამდე ძირითადად ისეთი სურათები ვრცელდებოდა, რომელშიც ბიჭუნას სახე არ უჩანდა. ახლა კი სოციალურ ქსელში უკვე თამამად დებენ საყვარელი ალექსანდრეს ფოტოებს.
ცოტა ხნის წინ ბიჭუნა მონათლეს. პატარას 9 ნათლია ჰყავს, აქედან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები სალომეს მეჯვარე ტატა ხვედელიანი, ნანუკა გოგიჩაიშვილი, ნოდიკო ტატიშვილი და მომღერალ თიკა მახალდიანის მეუღლე, თემო პირველაშვილი გახლავთ, რომელიც ამავდროულად სალომეს ქმრის ლაშა ბასლანძის მეგობარია.
თეკლა ჟვანია