დაავადებასთან ბრძოლაში 3 ურთულესი ოპერაცია გადაიტანა 2015 წლიდან დაწყებული ამ ამბის გმირი, ალისა რეგულარულად დადიოდა ქიმიოთერაპიის კურსზე. დაავადებასთან ბრძოლაში 3 ურთულესი ოპერაცია გადაიტანა და აი, დადგა ბოლო ქიმიოთერაპიის ჩატარების დღე.
ბრედს, ალისას ქმარს, ძალიან უნდოდა მეუღლისთვის სიურპრიზის გაკეთება და ამ მოვლენის აღნიშვნა. ამ მიზნით მან გააკეთ სოც. ქსელში გვერდი, სადაც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გაეცნობოდა ალისას ისტორიას, შეეძლო თანხის გადარიცხვა ვარდებისთვის...
"დღეს ჩემს მეუღლეს ქიმიოთერაპიის ბოლო დღე აქვს. ამ დროის მანძილზე მივხვდი, თუ როგორი ძლიერი ნებისყოფა ჰქონია ალისას. აღფრთოვანებული ვარ მისი შინაგანი ძალებით, მოთმინებთა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით. წინ კიდევ რამოდენიმე ოპერაცია აქვს. მინდა რაღაც განსაკუთრებული გავუკეთო, რათა დავუმტკიცო, როგორ ძლიერად მიყვარს და როგორ გვერდში უდგას ოჯახი და მეგობრები!. ასევე მინდა დავაარსო მისი სახელობის ქალთა საქველმოქმედო ფონდი. ეს ყველაფერი მისგან მალულად გავაკეთე მის მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად.
მინდოდა უამრავი ყვავილი მომეგროვებინა მის გარშემო და კეთილი ადამიანების დახმარებით ეს ყველაფერი მოვახერხე! თითოეული ვარდის ღირებულება-10$, მომიწია ყვავილები დამეჯავშნა ორ მაღაზიაში. ეს იყო შეუდარებელი სანახაობა, როდესაც დაიწყეს მოტანა!"
"თუ დავითვლით ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს ყვავილების შეძენა სიმსივნით დაავადებულთა დასახმარებლად, 170 ოჯახზე მეტი გამოვა. როდესაც რაოდენობამ 500-ს ყვავილს მიაღწია, ვითხოვე პროცესის შეჩერება. ყვავილებისთვის საჭირო გახდა 36 ლარნაკი!"
"მას შემდეგ, რაც მეუღლეს ვარდები ვაჩუქე, მისივე ინიციატივით ყვავილები გავუნაწილეთ სხვა ონკოავადმყოფებსაც. ეს იყო ძალიან ამაღელვებელი მომენტი. ბევრი ადამიანი ცრემლებს ვერ იკავებდა. დიდი მადლობა ყველას ასეთი თანადგომისათვის!"
ბრედმა ასე ამაღელვებლად მიულოცა მეუღლეს სიმსივნესთან ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპის გადალახვა. ალისას კი ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას!