სამწუხაროა, რომ ეს ამბავი თბილისში მოხდა ნათია ფირცხალაიშვილს ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სამწუხაროა, რომ ეს ამბავი თბილისში მოხდა:
"ეზოში ფერადკანიანთა ოჯახი შემოვიდა ქირით, 5 დღე აუღიათ ბინა. იტალიური ეზოა და აუარება რაოდენობა თამაშობს ხოლმე ბავშვებისა. ოჯახმა თავისი პატარაც გამოუშვეს სათამაშოდ, თან რაღაც ტკბილეული გამოატანეს ცელოფნით, ბავშვებისთვის, გაუნაწილეო, თავად კი ფანჯრიდან უყურებდნენ.
ჩემმა მეზობელმა ბავშვებმა ძალიან თბილად მიიღეს და ეთამაშებოდნენ, ჯერ კი იუცხოვეს, მაგრამ მალე შეეგუვნენ. ხელ-ფეხი დაიმტვრიეს რაღაც რომ გაეგებინებინათ ერთმანეთისთვის. ტკბილეული რომ ამოიღო პარკიდან და ურიგებდა, ერთ-ერთი ბავშვის ჯოჯო დედა გადმოდგა, ასძახა ზემოთ ეზოს რძლებს, ქალებო, ამ შავმა ბავშვმა ჩვენებს რამე დაავადება არ აჰკიდოსო და გახიზნეს ბავშვები. ახლა მე და ტიშო ვთამაშობთ, ვუხსნი, რომ ბავშვები ამ დროს იძინებენ აქ და იმიტომ აიყვანეს, იმას ხომ არ ვეტყვი, რანაირი უჯიშო დედების შვილები არიან..."