ეს უნდა ნახოთ - ქართველი და-ძმის საოცარი შესრულება (+ვიდეო) წარმატებული ქართველი მოცეკვავის, თამუნა აბესაძის შესახებ ჩვენ ცოტა ხნის წინ გიამბეთ (იხილეთ სტატია). ორიოდე კვირის წინ თამუნას უმცროსი და - სოფო გათხოვდა. მისი ქორწილი საოცარ სანახაობად იქცა. ჯერ და-ძმამ - თამუნამ და ვახომ შეასრულეს სპეციალურად ამ დღისთვის დადგმული მშვენიერი ცეკვა, რომელსაც ამ ვიდეოზე ხედავთ. მერე კი თავად პატარძალი გაიწვია ძმამ საცეკვაოდ და საოცარი ”ტანგო” აჩუქეს სტუმრებს (იხილეთ ვიდეო).
და-ძმის ცეკვას ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ვფიქრობთ, ნამდვილად არიან ისინი ქების ღირსნი.