გოგონები ოკეანისფერი თვალებით ეს 5 წლის გოგონები ფილადელფიელი მეგანი და მორგანი არიან. მათი ფოტოები რა ხანია, ვრცელდება სოციალურ ქსელში და აოცებს საზოგადოებას. უჩვეულო გარეგნობის და საოცარი ფერის თვალების მქონე გოგოებით აღტაცებულები მათ ფოტოებს გამუდმებით აზიარებენ. ერთ დას ჰეტერქრომია აქვს - სხვადასხვა ფერის თვალები, რაც ამ გოგონებს კიდევ მეტ ეშხს მატებთ.
ტყუპი მოდელობს კიდეც. მათი დედა სტეფანია ბოიდი ამბობს, რომ ხშირად სთხოვენ გოგონების მონაწილეობას სხვადასხვა სარეკლამო კამპანიაში თუ მოდური კოლექციების გადაღებებისას.